თამარ ტალიაშვილი

enka

სრული პროფესორი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, განათლების სკოლა, მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ცენტრის დირექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

თამარ ტალიაშვილმა 1975 წელს დაამთავრა ალ. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსულ-ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1978 წელს დაასრულა ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრასთან არსებული ასპირანტურა. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების პრობლემატიკა და პოეტიკა“. 1986-1992 წლებში მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლული მდივნის თანამდებობაზე. 2002 წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ იქნა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, ხოლო 2005 წელს დაინიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკათა კათედრის გამგის თანამდებობზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან; უკავია მეცნიერებებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორის თანამდებობა კერძო მეთოდიკების მიმართულებით და არის ამავე უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 2007-2011 წლებში ასრულებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებულ მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ცენტრს. არის 28 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მასწავლებელთა განათლების კურიკულუმისა და პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, სხვადსხვა სასწავლო კურსისა და მოდულის ავტორი. საერთაშორისო („თიუნინგის“) და ადგილობრივი პროექტების ფარგლებში მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული და დარგობრივი სტანდარტების დამდგენ კომისიაში. არის აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის პროგრამის – „ღია სამყაროს“ – მონაწილე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • წიგნიერება
  • კრიტიკული აზროვნების ფსიქოლოგიური და დიდაქტიკური ასპექტები
  • ღირებულებითი განათლება
  • კითხვის უნარის შემაფერხებელი ფაქტორები
  • ტექსტზე მუშაობის ამოცანები და ხერხები
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელები

About

Research interests