თეიმურაზ ზაქარაშვილი

enka

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, ასტროფიზიკა, ასოცირებული პროფესორი

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მკვლევარი

შესახებ

თეიმურაზ ზაქარაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”მზის მაგნიტური ველის თავისებურებანი”, 2004 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ”მაგნიტოჰიდროდინამიკური ტალღების პარამეტრული ურთიერთქმედება და მისი ასტროფიზიკური გამოყენება”.  1995 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა სტ ენდრიუს  (დიდი ბრიტანეთი: 2001-2002) და ბალეარის კუნძულების (ესპანეთი: 2005-2006) უნივერსიტეტებში. ამჟამად მუშაობს კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (ავსტრია). ძირითადი კვლევითი საკითხებია: მზის ფიზიკა, კოსმოსური პლაზმის ფიზიკა, ასტროფიზიკა. აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 70 – რეფერირებულ საერთაშორისო ჟურნალებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • მზის ატმოსფეროს მაგნიტოსეისმოლოგია
  • მზის ციკლები
  • მზის პროტუბერანცები
  • მაგნიტური არამდგრადობები
  • მზის პლაზმის გაცხელება
  • მზის ქარის ტურბულენტობა
  • მზის ტიპის ვარსკვლავები

About

Research interests

  • მზის ატმოსფეროს მაგნიტოსეისმოლოგია
  • მზის ციკლები
  • მზის პროტუბერანცები
  • მაგნიტური არამდგრადობები
  • მზის პლაზმის გაცხელება
  • მზის ქარის ტურბულენტობა
  • მზის ტიპის ვარსკვლავები