თენგიზ ვერულავა

enka

ბიზნესის სკოლა, სრული პროფესორი ჯანდაცვისა და დაზღვევის მიმართულებით, მედიცინის აკადემიური დოქტორი,

ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

თენგიზ ვერულავამ 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 1997 წელსიორკის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), 2000 წელსივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი. 1998 წელს სტაჟირება გაიარა მაგდებურგის (გერმანია) სამედიცინო დაზღვევის კომპანიაში. 2001 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია საქართველოში ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის რეფორმირებაზე.

გაიარა ტრეინინგები ევროპის 20-მდე უმაღლეს სასწავლებელსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში ჯანდაცვის ეკონომიკის, ჯანდაცვის პოლიტიკის, სადაზღვევო საქმის, სამედიცინო ხარისხის, ჯანდაცვის დაფინანსების, რისკის მართვის, ანდერაითინგის, მართული ჯანდაცვის განხრით

1995-2007 წლებში იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში. მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში (.. პენიტენციარულ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმირების პროექტის მთავარ კოორდინატორად). 2006 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას. იყო საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2011 წელს ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას. 2012 წლიდან არჩეულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორად. 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტის“ დირექტორია. 2015 წლიდან არის რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ რედაქტორი. ხელმძღვანელობს ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ჯანდაცვისა და დაზღვევის მიმართულებით  დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი კვლევები. გამოცემული აქვს ათამდე წიგნი, გამოქვეყნებული აქვს სამოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • ჯანდაცვის ეკონომიკა;
  • ჯანდაცვის პოლიტიკა;
  • სადაზღვევო საქმე;
  • ჯანდაცვის სოციოლოგია;
  • უნივერსალური ჯანდაცვა და დაფინანსების ხარჯთეფექტური მექანიზმები;
  • მართული კონკურენციის კონცეფცია;
  • სამედიცინო შემნახველი ანაბრებით დაფინანსების სისტემა;
  • საბაზრო მექანიზმების ეფექტურობა ჯანდაცვის სისტემაში;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი;
  • პირველადი ჯანდაცვის სისტემის როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში;
  • სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მექანიზმები.

About

Research interests