თინათინ კახნიაშვილი

enka

შესახებ

თინათინ კახნიაშვილმა 1984 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით თეორიული ფიზიკა. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (მოსკოვი, რუსეთი) თემაზე: გრავიტაციული არამდგრადობის განვითარება ადრეულ სამყაროში. 1988 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 1999 წელს რუსეთის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილებაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: რელიქტური ფონის ფორმირება და სამყაროს მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა. მუშაობდა მეცნიერ მკვლევრად საერთაშორისო ცენტრებში (ICTP & SISSA, Italy, CCPP NYU ) და მოწვეულ პროფესორად აშშ-ის, კანადისა და ევროპის უნივერსიტეტებში (Rutgers, Kansas State University, Carnegie Mellon University, Geneva University, Laurentian University). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან. იყო ჯერ ასოცირებული პროფესორი, 2011 წლიდან კი პროფესორია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

კოსმოლოგია
• ადრეული სამყაროს კოსმოლოგია
• პირველადი გრავიტაციული ტალღები
• კოსმოლოგიური ფაზური გადასვლები
• ფარული ენერგიის მოდელები
• რელიქტური ფონი
• სამყაროს მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა
ასტროფიზიკა
• კოსმოსური მაგნიტური ველები
• რელატივისტური ასტროფიზიკა
• ტურბულენტობა და მაგნიტოიდროდინამიკა
ასტრონაწილაკების ფიზიკა
• ნეიტრინოს მასის წარმოშობა
• ფარული მატერია
გრავიტაცია
• მოდიფიცირებული გრავიტაცია
• მასიური გრავიტაცია

About

Research interests

კოსმოლოგია
• ადრეული სამყაროს კოსმოლოგია
• პირველადი გრავიტაციული ტალღები
• კოსმოლოგიური ფაზური გადასვლები
• ფარული ენერგიის მოდელები
• რელიქტური ფონი
• სამყაროს მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა
ასტროფიზიკა
• კოსმოსური მაგნიტური ველები
• რელატივისტური ასტროფიზიკა
• ტურბულენტობა და მაგნიტოიდროდინამიკა
ასტრონაწილაკების ფიზიკა
• ნეიტრინოს მასის წარმოშობა
• ფარული მატერია
გრავიტაცია
• მოდიფიცირებული გრავიტაცია
• მასიური გრავიტაცია