ზურაბ ჯავახიშვილი

enka

სრული პროფესორი, გეოფიზიკის მიმართულება, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა პროგრამა

დეტალები

კატეგორია:

შესახებ

ზურაბ ჯავახიშვილმა 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით. 1995 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა მიმართულებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ძლიერი მიწისძვრების მომზადების არის ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრა“. 1980 წლიდან მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტში ინჟინრის, მეცნიერ-თანამშრომლის, სეისმოლოგიის განყოფილების უფროსის, დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიიყო საქართველოს ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი, შემდგომში სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან. იყო ამავე უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

კავკასიის სეისმურობა და სეისმური საშიშროება, სეისმური პროცესის კვლევა, გრუნტის ძლიერი მოძრაობები, მიწისძვრის კერის ფიზიკა, ბუნებრივი კატასტროფების საშიშროება და რისკი.

About

Research interests