გიორგი ბეგაძე

გიორგი ბეგაძე

  • 1994 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახლმწიფო უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტი ეკონომისტის კვალფიკიციით;
  • 1999 წელს დაამთავრა USAID სასწავლო მომზადების კურსი და მიიღო სასწავლო ინსტრუქტორის (სასწავლო ტრენერი) კვალიფიკაცია;
  • 1995-დან 2005 წლამდე ფინანსთა, შემოსავლებისა და განათლების სამინისტროებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა.
  • 1999-2001 წლებში იყო საქართველოს შემოსავლების სამინისტროს სასწავლო ცენტრის შემოსავლების ადმინისტრირებისა და გადასახადების აკრეფის კურსის ტრენერი.
  • 2002-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ვადაგადაცილებული გადასახადების აკრეფის მეთოდების განყოფილების უფროსად;
  • 2010 წელს დაამთავრა და მიიღო ხარისხის მენეჯმენტის სისტემების (ISO) აუდიტორის კვალიფიკაცია.
  • ჩატარებული აქვს 20-მდე კვლევა და გამოქვეყნებული აქვს ათამდე პუბლიკაცია ტურიზმის მიმართულებით.
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2005 წლიდან. იყო ილიაუნის აპარატის უფროსი.
  • 2011-დან 2016 წლამდე – ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი.
  • 2013 წლიდან ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ტურიზმის მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სხვადასხვა საგანში.
  • 2013 წელს – ვილნიუსის გამოყენებითი უნივეერსიტეტი, ლექტორი – საქართველოს ტურისტული რესურსები.
  • 2014 წლიდან ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  • 2014 წელს სწავლობდა ვარშავის ეკონომიკური სკოლა/უნივერსიტეტის საწავლო პროგრამების მეთოდოლოგიებს ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.
  • 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია.