გიორგი ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი ფლობს ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) ეკონომიკის დოქტორის აკადემიურ ხარისხს. მისი სადისერტაციო ნაშრომი მიმოიხილავს 2003-2012 წლებში საქართველოში მართვის სტრუქტურების ტრანსფორმაციას. გიორგი ასევე ფლობს ტრიერის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის მაგისტრის ხარისხს (LL.M), ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხს (MSc) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ბაკალავრის ხარისხს. 2016 წლიდან დღემდე გიორგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორია. ამავდროულად იგი არის საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის Policy Advising-ის მიმართულების დირექტორი და PMC კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

გიორგი ხიშტოვანს აქვს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ცხრაწლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება საჯარო, კერძო და არასამთავრო სექტორებში. 2015-2017 წლებში იგი იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSF) სამეცნიერო პროგრამებისა და გრანტების ადმინისტრირების, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, 2015-2016 წლებში – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2011-2014 წლებში ის მუშაობდა ბრემენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 2009-2011 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. გიორგის აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (მსოფლიო ბანკი, ევროპის საბჭო, UNDP, GIZ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა) განხორციელებული პროექტების ფარგლებში მკვლევრის, ტრენერის, კონსულტანტისა და პროექტების მენეჯერის მრავალწლიანი გამოცდილება.