ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით





სოფიო ლებანიძემ 2003 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. ამავე პერიოდიდად დაიწყო მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. მისი საქმიაობის სფეროს წარმოადგენდა ჯანდაცვის სისტემები და პოლიტიკა, დაფინანსება, რეგულირება და სხვა. მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში. თანამშრომლობდა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან. 2008 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას –  კითხულობს ლექციებს, მუშაობს ტრენერად და დამოუკიდებელ ექსპერტად. პროფესიული განვითარების მიზნით, 2012 წელს მოიპოვა სასწავლო გრანტი და სწავლა გააგრძელა სირაკუზის უნივერსიტეტის სახელმწიფო ადმინისტრირების მაქსველის სკოლაში (აშშ), მოიპოვა სახელმწიფო ადმინისტრირების აღმასრულებელი მაგისტრის ხარისხი. ფლობს სახელმწიფო ადმინისტრირების მაქსველის სკოლის სერტიფიკატებს არასამთავრობო ორგანიზაციების მართვა-ლიდერობასა და ჯანდაცვის მართვაში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ჯანდაცვის სისტემები და პოლიტიკა
  • პაციენტის უფლებები და ბიოეთიკა
  • სადაზღვევო საქმე და ოპერირება
  • ჯანდაცვის სფეროს მარკეტინგი და სერვისები
  • კონფლიქტების მართვა და ლიდერობა
  • მედიაცია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

მაგისტრატურა

  • ჯოსპიტლების მენეჯმენტი (2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
  • ლიდერობა და კონფლიქტების მართვა (2015-2016 წლის გაზაფხულის სემესტრი)
  • ჯანდაცვის სისტემები და ბიუჯეტირება (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კლველვის ცენტრი), 2008-2009
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ციკლი და ბუჯეტირება  (ფონდი ღია საზოგადოება საქართველო), 2009
  • ჯანდაცვის სისტემები და ბიუჯეტირება (ფონდი ღია საზოგადოება საქართველო), 2010
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და სისტემები (ფონდი ღია საზოგადოება საქართველო), 2011
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და სისტემები  (ფონდი ღია საზოგადოება საქართველო), 2012
  • მედიაცია და პაციენტის უფლებების დაცვა საქართველოში (პაციენტთა უფლებების დაცვის კოალიცია), 2013
  • ჯანდაცვითი პროგრამების ადმინისტრირება, მონიტორინგი და შეფასება  (საერთაშორისო ფონდი “კურაციო”), 2015