ბიძინა კაპანაძე

ბიძინა კაპანაძე

დაიბადა 1976 წლის 27 აპრილს; 2000 წელს დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ასტრონომიის სპეციალობით; 2000-2006 წლებში მუშაობდა მესხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2001 წლიდან ეწევა კვლევით საქმიანობას აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში და ამჟამად კვლევითი პროექტის „გალაქტიკათა აქტიური გულების კვლევა მაღალ ენერგიებზე” ხელმძღვანელია; 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ილიას სახელმწიფო უნივესიტეტში; სადისერტაციო თემაა:„რენტგენული ბლაზარების ოპტიკური ფოტომეტრია“; სხვადასხვა საგრანტო პროექტის ფარგლებში კვლევით საქმიანობას ეწეოდა იტალიის ასტროფიზიკისა და კოსმოსური ფიზიკის ინსტიტუტის პალერმოს ფილიალში (2011-2013), ასევე მიჩიგანის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტში (2015); კვლევის ძირითადი მიმართულება – გალაქტიკათა აქტიური გულები; 2008 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ფიზიკა-მათემატიკის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა ფაკულტეტები). ამჟამად ხელმძღვანელობს ერთ სადოქტორო დისერტაციასა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ ფუნდამენტური კვლევის საგრანტო პროექტს „ლაცერტიდების შესწავლა მაღალ ენერგიებზე; ბრერას ობსერვატორიის ასოცირებული წევრი (მერატე, მილანი, იტალია; 2017 წლის მაისიდან); მიღებული აქვს მონაწილეობა 14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში; ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.