ირაკლი მაჭარაშვილი

ირაკლი მაჭარაშვილი

ირაკლი მაჭარაშვილმა 1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით ზოოლოგია. 2002 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა  დისერტაცია თემაზე: „აღმოსავლეთ საქართველოს ფსილიდების (Hemiptera, Psylloidea) ფაუნისტური და ციტოგენეტიკური კვლევის შედეგები“. სხვადასხვა დროს მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სანკტ-პეტერბურგის ზოოლოგიის ინსტიტუტის კარიოსისტემატიკის განყოფილებაში, 122-ე საშუალო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან, იყო მოწვეული ლექტორი, ასისტენტ-პროფესორი, 2011 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.