ირაკლი სიმონია

ირაკლი სიმონია

ირაკლი სიმონია 1988-2008 წლწბში მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მკვლევარად. 1998 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კომეტების ასტროფიზიკის მიმართულებით. 2009-2014 წლებში მუშაობდა ედჯანკტ-პროფესორის პოზიციაზე ჯეიმს კუკის უნივერსიტეტში (ავსტრალია).  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2008 წლიდან. ძირითადი კვლევითი საკითხებია: კომეტების ასტროფიზიკა, ვარსკვლავთგარემომცველი მატერიის ფიზიკა და ქიმია, ძველი ასტრონომია. ხელმძღვანელობს სადოქტორო პროგრამებს: მოლეკულური ასტროფიზიკა და არქეოასტრონომია. არის აშშ-ის ასტრონომიული საზოგადოების სრული წევრი.