ივანე აბიათარი

ივანე აბიათარი

555 102104
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G410 ოთახი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162

ივანე აბიათარმა 2003 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ფაკულტეტი (გადააბარა 2010 წელს). 2004-2013 წლებში ეწეოდა სადოქტორო და პოსტსადოქტორო სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობას ჰეიდელბერგის უნივერსიტეტში და მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (გერმანია).  2004-2007 წლებში მუშაობდა ევროპის პანკრეასის კვლევით ცენტრში ჰეიდელბერგში. 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. სადისერტაციო თემა – „პანკრეასის კიბოს პერინერვული ინვაზიის თავისებურებანი“. 2011 წელს მიენიჭა ზოგადი ქირურგის კვალიფიკაცია. ძირითადი კვლევითი საკითხებია: ონკოლოგია, ექსპერიმენტული ქირურგია, ტრანსლაციური და მოლეკულური მედიცინა. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2013 წლიდან. 2015 წლიდან მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, მოლეკულური და ტრანსლაციური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელია.