მარინე კიკვიძე

მარინე კიკვიძე

593 09 7799
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E209 ოთახი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162, საქართველო

მარინე კიკვიძემ 1988 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2006 წელს ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მცენარე – მიკრობის ეფექტური ასოციაციების შერჩევა აზოტფიქსაციისა და 2,4,6-ტრინიტროტოლუოლით დაბინძურებული ნიადაგების ბიორემედიაციის ინტენსიფიკაციისათვის“. 1990-2006 წლებში მუშაობდა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 2004-2012 წლებში მუშაობდა შპს „ქართუ-უნივერსალის“ ქარხანაში „თოლია“, საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლის განყოფილების ბიოქიმიკოსად და მიკრობიოლოგად. 2008-2013 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2013 წლიდან.