თამარ ბარბაქაძე

თამარ ბარბაქაძე

593304515
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G205 ოთახი, ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5, თბილისი 0162, საქართველო

თამარ ბარბაქაძემ 1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. 2001 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია“ და ამავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ბიოქიმიის მიმართულებით. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია და დაიწყო კვლევითი საქმიანობა  ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2006 წლიდან ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2009 წლიდან ჯერ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე, 2013 წლიდან კი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორია.