თამარ ლორთქიფანიძე

თამარ ლორთქიფანიძე

593 94 02 06
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 401 ოთახი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162

თამარ ლორთქიფანიძემ 1984 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ციტოლოგია-ჰისტოლოგიის განხრით, 1988 წელს კი – ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით. 2007 წელს ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურაში და 2011 წელს დაიცვა სადისერტაციო თემა: „ბერგმანის გლიური უჯრედების ლატერალური მორჩების განვითარების დინამიკა, მათი როლი პურკინიეს უჯრედების დენდრიტული ხის ჩამოყალიბებაში“. სხვადასხვა დროს მუშაობდა ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ტვინის ულტრასტრუქტურის ლაბორატორიასა და ბრაუნის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების დეპრატამენტში (როდ-აილენდი, აშშ); ატარებდა სამეცნიერო კვლევებს ნებრასკას სამედიცინო ცენტრში (ომაჰა, აშშ) და ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში (ალბუკერკი, აშშ). ძირითადი კვლევითი საკითხებია: გლია-ნეირონალური ურთიერთობები და პოსტიშემიური ტვინის ულტრასტრუქტურული ანალიზი; გამოქვეყნებული აქვს 26 ნაშრომი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2007 წლიდან.