თეიმურაზ ზაქარაშვილი

თეიმურაზ ზაქარაშვილი

თეიმურაზ ზაქარაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”მზის მაგნიტური ველის თავისებურებანი”, 2004 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ”მაგნიტოჰიდროდინამიკური ტალღების პარამეტრული ურთიერთქმედება და მისი ასტროფიზიკური გამოყენება”.  1995 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა სტ ენდრიუს  (დიდი ბრიტანეთი: 2001-2002) და ბალეარის კუნძულების (ესპანეთი: 2005-2006) უნივერსიტეტებში. ამჟამად მუშაობს კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (ავსტრია). ძირითადი კვლევითი საკითხებია: მზის ფიზიკა, კოსმოსური პლაზმის ფიზიკა, ასტროფიზიკა. აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 70 – რეფერირებულ საერთაშორისო ჟურნალებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან.