კონსტანტინე ჩოკორაია

კონსტანტინე ჩოკორაია

577278883
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი A 403, ჭავჭავაძის 32

კონსტანტინე ჩოკორაიამ 2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა. 2012 წელს ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე და მუშაობს თემაზე: „პოლიტიკური პარტია – ხელისუფლებისათვის ბრძოლისა და ხელისუფლების განხორციელების საშუალება“. 2009-2010 და 2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო  საკონსტიტუციო კომისიაში, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელ საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე პრიმა თავს. 2010-2014 წლებში მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და მონაწილეობდა სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში.