მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მიმართულებით (წყაროთმცოდნეობა-ეპიგრაფიკა)





თეიმურაზ გივის ძე ჯოჯუა დაიბადა 1972 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ თბილისში.

1978-1989 წლებში სწავლობდა თბილისის 160-ე საშუალო სკოლაში, 1990-1993 წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (საღამოს სწავლება), 1993-1996 წლებში – იმავე უნივერსიტეტის ისტორიისა და მეორადი სწავლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე, 1996-1999 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო 2008-2009 წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.

2102 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2000 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიაში სხვადასხვა სამეცნიერო, პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.

2013 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ისტორიის (წყაროთმცოდნეობა-ეპიგრაფიკის) მიმართულებით.

ჰყავს მეუღლე და ვაჟი. მეუღლე შორენა ანაჯაფარიძე მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, სამმართველოს უფროსად. ვაჟი ლუკა ჯოჯუა სწავლობს საერთაშორისო ქართული სკოლის (IGS) მე-10 კლასში.

1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მაშველთა კორპუსისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I ბრიგადის სადაზვერვო ასეულ „ორბის“ შემადგენლობაში.

1994-2000 წლებში მუშაობდა ძეგვის მიუსაფარ ბავშვთა სახლში მოხალისე პედაგოგად.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საქართველოს ისტორია; საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა; ეპიგრაფიკა; შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნები და მათი ანდერძ-მინაწერები; დიპლომატიკა

წიგნები

  1. მ. ბულია, ვ. მირიანაშვილი, დ. ჩიხლაძე, თ. ჯოჯუა, გარეჯის თეთრი უდაბნოს მონასტერი, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2017 (იბეჭდება);
  2. ნ. ბახტაძე, მ. ბულია, ვ. მირიანაშვილი, დ. ჩიხლაძე, თ. ჯოჯუა, გარეჯის დოდორქის მონასტერი, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2017 (იბეჭდება);
  3. ზ. ალექსიძე, ქ. ასათიანი, ბ. კუდავა, ელ. მაჭავარიანი, თ. ოთხმეზური, მ. სურგულაძე, დ. ჩიტუნაშვილი, თ. ჯოჯუა, თარიღიანი ქართული ხელნაწერები, IX-XVI საუკუნეები, ალბომი, გამომცემლობა „CEZANNE“, თბილისი, 2015.

სტატიები ჟურნალებში

  1. ეფრემ მცირის ჰომილეტიკური კრებულის (S-1276ა) 1370-1390-იანი წლების მინაწერის ცნობები მონღოლ სარდლებს – ულუსის ამირა შეიხ ჰასან ბოზორგსა და ამირა ალი ფადიშაჰს შორის 1336 წელს გამართულ ყარა დარას ბრძოლაში ტაოს ერისთავის ამირღამბარ I ფანასკერტელის ვასალის, ტაოელი ფეოდალის, ბოცო წმედისძის მონაწილეობის შესახებ, კრებ.: „საისტორიო კრებული“, 5, წელიწდეული (2015), გვ. 126-159;
  2. თ. ჯოჯუა, თ. გოგოლაძე, 1180-1210-იანი წლების უცნობი სააღმშენებლო წარწერა სურამის გვერდისუბნის ღმრთაების ეკლესიიდან ქართლის ერისთავების ბეგა და რატი სურამელების მოხსენიებით, კრებ.: „საისტორიო კრებული“, 4, წელიწდეული (2014), გვ. 273-322;
  3. აბრაჰამ სავანის მიერ 1336 წელს გადაწერილი „საკჳრაოჲს“ (H-1328) ანდერძი დასავლეთ საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის მოხსენიებით და საქართველოს XIV საუკუნის ისტორიის ზოგიერთი საკითხი, კრებ.: „საისტორიო კრებული“, 3, წელიწდეული (2013), გვ. 126-159;
  4. ეცერის მოძღვრის ანტონ ონოფრიანის მიერ 1380 წელს იერუსალიმში „სპარსთაგან დახსნილი“ XII-XIII საუკუნების უღვალის საწელიწდო სახარება (H-171) და მისი მინაწერი საქართველოს მეფეების ბაგრატ V-ისა (1366/1367-1387 წწ.) და გიორგი VII-ის (1387-1407 წწ.) მოხსენიებით, კრებ.: „ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, XII-XIII (2012/2013), გვ. 67-162;
  5. თ. ჯოჯუა, გ. გაგოშიძე, ქობაირის, ჰნევანქისა და ახტალის მონასტრების ქართული ლაპიდარული წარწერები, კრებ.: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, XII-XIII (2012/2013), გვ. 258-331;
  6. მეფე გიორგის ხუთჯვრიანი ბეჭდის (1160-1346) ანაბეჭდები ვენის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული 1160 წლის გარეჯული ხელნაწერი კრებულის (Ven.4) არშიებიდან, კრებ.: „საისტორიო კრებული“, 2, წელიწდეული (2012), გვ. 242-299.

პუბლიკაციების ვრცელი სია (2010-2017)

  1. XV-XVIII საუკუნეების ხელნაწერი კრებულის (H-375) შედგენილობაში გამოვლენილი XV საუკუნის ორი ხელნაწერი წიგნი – ტაოს უცნობი ერისთავის გიორგი კავკასიძის (1535/1536-1545 წწ.) ფეოდალური სახლის კუთვნილი მარხვანი (H-375ა) და უცნობი იშხნელი ეპისკოპოსის ჯერასიმეს დაკვეთით იშხანში გადაწერილი ზატიკი (H-375ბ), კრებ.: „მრავალთავი“, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, 24 (2015), გვ. 338-396;
  2. საროს ციხის აღმშენებლის ვაჩე გვირგვინაის ძის დაკვეთით გადაწერილი 1120-1150-იანი წლების ოთხთავი (H-372) და მისი XII-XVI საუკუნეების ანდერძ-მინაწერები (ტექსტების პუბლიკაცია; კოდიკოლოგიური და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი), კრებ.: „საისტორიო კრებული“, 4, წელიწდეული (2014), გვ. 342-381;
  3. XI საუკუნის მარტვილოლოგიური კრებულის (H-341) შედგენილობისათვის (კოდიკოლოგიური და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი), II საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქართული ხელნაწერი“, მოხსენებათა თეზისები. 25-30 ივნისი (2013), გვ. 113-115;
  4. ხობელი ეპისკოპოსების ნიკოლოზ I წულუკიძისა და ნიკოლოზ II ჩოლოყაშვილის ფრესკული პორტრეტები ხობის ტაძარში, კრებ.: „საქართველოს სიძველენი“, 15 (2012), 331-397;
  5. XVI საუკუნის I ნახევარში ალასტნის ჭალთა წმ. გიორგის მონასტერში გადაწერილი მეტაფრასი (A-613//S-5226) და მისი ანდერძ-მინაწერები (მასალები ჯავახეთის სამწიგნობრე კერების ისტორიისათვის), კრებ.: „ქართული წყაროთმცოდნეობა“, XIII-XIV (2011/2012), გვ. 103-152;
  6. თ. ჯოჯუა, ი. ბერიძე, 1352 და 1356 წლების ორი კინკლოსური მინაწერი ივანე აბუსერისძის, პატრონი სითიხათუნისა და ამირსპასალარ აღბუღას მოხსენიებით (ტექსტის დადგენა, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი), კრებ.: „საისტორიო კრებული“, 1, წელიწდეული (2011), გვ. 221-282
  7. თ. ჯოჯუა, მასალები სიქანელისძეთა ფეოდალური სახლის ისტორიისათვის (XIII-XIV სს.), კრებ.: [ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის] შრომები, IV (2011), გვ. 147-192;
  8. თ. ჯოჯუა, თბილისის (კალას) წმ. თომა მოციქულის (კვირაცხოვლის) ეკლესია (ტაძრის ადგილმდებარეობა და ისტორია), კრებ.: „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, 2 (10) (2011), გვ. 272-291;

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები 2 (XII-XIX სს.); ქართული ეპიგრაფიკა; ძველი ქართული საიდუმლო დამწერლობა; სადოქტორო სემინარი I; იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები, როგორც საისტორიო წყარო; სომხეთის ქართული ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო

საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები 1 (ძვ. წ. XII ს. – ახ. წ. XI ს.); ტაო-კლარჯეთის ქართული ეპიგრაფიკული მემკვიდრეობა; ქართული წყაროთმცოდნეობა; საქართველოს ეპიგრაფიკა; საქართველოს ისტორია:წერილობითი წყაროს წაკითხვა და მისი ინტერპრეტაცია

  1. ქართული წყაროთმცოდნეობა, 2017-2018, I სემესტრი, საბაკალავრო კურსი;
  2. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები 1 (ძვ. წ. XII ს. – ახ. წ. XI ს.), 2017-2018, I სემესტრი, საბაკალავრო კურსი;
  3. საქართველოს ეპიგრაფიკა, 2017-2018, I სემესტრი, სამაგისტრო კურსი.