საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და
მედიცინის ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, ქირურგიის და ტრანსპლანტოლოგიის მიმართულებით





სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ 2003 წლიდან ხუთი წლის განმავლობაში კობა შანავა მუშაობდა ლექტორად ნორმალური ანატომიის (თბილისის სამედიცინო აკადემია) და კლინიკური ანატომიის კათედრებზე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). 2008 – 2010 წლებში მან მუშაობა გააგრძელა პეჩის უნივერსიტეტის ქირურგიული კვლევების და ტექნიკის დეპარტამენტში (უნგრეთი) როგორც დოქტორანტი. 2012-2015 წლებში ბატონი კობა შანავა მუშაობდა ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ზოგად ქირურგად. 2015-2019 წლებში იგი იკავებდა ჰეპატოპანკრეატობილიარული ქირურგიის და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელის პოზიციებს ავერსის კლინიკაში და სამედიცინო ცენტრ ინოვაში. 2019 წლიდან ბატონი კობა მუშაობს ი. ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში, ქირურგიის და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
კობა შანავას საერთაშორისო კლინიკური გამოცდილება მოიცავს: სტუმარი ექიმი ქირურგიის დეპარტამენტში, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია (2011), სტუმარი ექიმი პოლ ბროსეს ჰოსპიტალი, ჰეპატობილიარული ქირურგიის ცენტრი, პარიზი, საფრანგეთი (2013), საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა, სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკა, ჰეპატობილიარული ქირურგიის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტი (2014). კობა შანავას დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია ექსპერიმენტული ლაპარასკოპიის მიმართულებით. იგი გახლავთ საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ექსპერიმენტული და ტრანსლაციური მედიცინა;
ღვიძლის ტრანსპლანტაცია;
ლაპარასკოპიული ქირურგია.

⦁ რჩეული პუბლიკაციები
⦁ Protective effects of postconditioning in transvaginally created pneumoperitoneum. Shanava K, Javor S, Kerkadze V, Abiatari I, Weber G. Exp Ther Med. 2020 Jun;19(6):3861-3866. doi: 10.3892/etm.2020.8616. Epub 2020 Mar 19.
⦁ Long-term survival in a patient with low-level inflammatory markers and liver metastasis, converted resectable by TACE. Mizandari M, Paksashvili N, Kikodze N, Azrumelashvili T, Pantsulaia I, Shanava K, Janikashvili N, Chikovani T. Immunotherapy. 2017 Oct;9(13):1067-1069. doi: 10.2217/imt-2017-0069.
⦁ An isolated venous sac as a novel site for cell therapy in diabetes mellitus. Kakabadze Z, Shanava K, Ricordi C, Shapiro AM, Gupta S, Berishvili E. Transplantation. 2012 Aug 27;94(4):319-24. doi: 10.1097/TP.0b013e31825e4a83.
⦁ Transgastric small bowel resection by using hybrid technique — Experimental study. K. shanava1, Sz. Horváth1, F. Karl-Hermann2, Sz. Jávor1, I. Takács1, B. Balatonyi1, S. Ferencz, A. Ferencz, E. Rőth, György Wéber. Interventional Medicine & Applied Science, 2010 Vol. 2 (3), pp. 126–130.
⦁ Preconditioning is a method that may reduce the negative side-effect of pneumoperitoneum. Szaniszló Z. Jávor, K. Shanava, E. Hocsák, M. Kürthy, J. Lantos, B. Borsiczky, I. Takács, Sz. Horváth, B. Balatonyi, S. Ferencz, A. Ferencz, E. Rőth, Gy. Wéber. Interventional Medicine & Applied Science, 2010 Vol. 2 (3), pp. 126–130.
⦁ Examination of protective effect of ischemic postconditioning after small bowel autotransplantation. Ferencz A, Takács I, Horváth S, Ferencz S, Jávor S, Fekecs T, Shanava K, Balatonyi B, Wéber G. Transplant Proc. 2010 Jul-Aug;42(6):2287-9.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ზოგადი ქირურგია I (ENG)

 

ქირურგია II (ENG); სადოქტორო სემინარი II