ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფინანსების და საბანკო საქმის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი





დავით გამყრელიძე არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის დეპარტამენტის ხელმძრვანელი. წარსულში, იგი მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.
დავითი 2012 წლიდან კითხულობს ფინანსებთან დაკავშირებულ კურსებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში.
იგი ამჟამად არის დოქტორანტურის სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე სახელწიდებით “საერთაშორისო საფინანსო ბაზრები და კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში“. ამასთან, მას მინიჭებული აქვს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფინანსებში. ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი და ამავე, უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.დავითი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ინსტრუმენტები
კაპიტალის ბაზრის განვითარება
ინვესტიციების შეფასება
ქცევითი ფინანსები.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ექსელის პრაქტიკული კურსი;
  • ექსელის პრაქტიკული კურსი (ENG);
  • სამაგისტრო ნაშრომი (საბანკო და საფინანსო საქმე)

ბიზნეს მოდელირება და გადაწყვეტილებების მიღება
ფინანსური მენეჯმენტი 1
ფინანსური მენეჯმენტი საფუძვლები
ექსელის პრაქტიკული კურსი