პროფესორი, არქიტექტურის მიმართულებით
დაიბადა 17.06.1965 წელს ქ.თბილისში. 1982 წელს დაამთავრა 51-ე საშუალო სკოლა და ამავე წელს მოეწყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1987 დაიწყო მუშაობა თბილქალაქპროექტში.
1991-1992 წლებში მუშაობდა ბელგიაში, ქ.ბრიუსელში არქიტექტურისა და ურბანიზმის ატელიეში (AAU). სქართველოში დაბრუნებისთანავე მონაწილეობდა „SOS კინდერდორფ“ ბავშვთა სოფლების (თბილისი-ქუთაისი) პროექტირებაში და მშენებლობაში. შემდგომ წლებში განახორციელა რიგი პროექტებისა კერძო კომპანიებში. 2004 წელს მსოფლიო ბანკის პროგრამით იმყოფებოდა აშშ-ში ეროვნული პარკების ვიზიტორთა ცენტრების და ინფრასტრუქტურის შესასწავლად. ამის შემდგომ არაერთხელ განახორციელა არქიტექტურული პროექტები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, ასევე მონაწილეობდა როგორც კონსულტანტი რიგ პროგრამებში.
2007 წელს დაარსა კომპანია „სედუმ.არქიტექტორები“ სადაც დღემდე ითავსებს დირექტორის და მთავარი არქიტექტორის ფუნქციებს. 2012 წლიდან სრული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მდგრადი არქიტექტურა და მშენებლობა.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
მოცულობითი არქიტექტურა, საბაკალავრო : 2016-2017, 1-2 სემესტრი,2015-2016,1-2 სემესტრი,2012-2013,1-2 სემესტრი. მოცულობითი არქიტექტურა, სამაცისტრო: 2016-2017,1 სემესტრი, 2015-2016 1 სემესტრი. |
www.sedumarchitects.com