ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, განათლების ადმინისტრირების მიმართულებით





ელენე ჯიბლაძე არის განათლების პოლიტიკის სპეციალისტი და აქვს 10-ზე მეტწლიანი პროფესიული და კვლევითი გამოცდილება უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემების რეფორმების სფეროში პოსტსაბჭოთა რეგიონის ტრანზიტულ ქვეყნებში. განათლების სფეროში მისი პროფესიული ინტერესი მიმართულია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებსა და ხარისხის განვითარების სისტემებზე, უნივერსიტეტის ავტონომიისა და „ჩართული“ უნივერსიტეტის საკითხებზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის გუნდთან შეერთებამდე ელენე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა.
2016 წელს დაიცვა სადოქტორო ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, უნგრეთში. მისი დისერტაცია იკვლევს უმაღლეს განათლებაში ინსტიტუციური ტრანსფორმაციის პროცესებს ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის საქართველოში. ელენეს ასევე აქვს განათლების მაგისტრის ხარისხი პენსილვანიის უნივერსიტეტიდან, აშშ.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ელენეს კვლევით ინტერესს განათლებაში წარმოადგენს შემდეგი თემები: უმაღლესი განათლების სისტემური ცვლილებები ტრანზიტულ ქვეყნებში, ინსტიტუციური ტრანსფორმაცია საგანმანათლებლო სისტემებში, გლობალიზაციის გავლენა უმაღლესი განათლებაზე. ასევე, მის სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების (policy implementation) პროცესების შესწავლა, კერძოდ, პოლიტიკის ტრანსფერისა და დიფუზიის საკითხები.

რჩეული პუბლიკაციები

Jibladze, E and Glonti, L. (2019) Higher Education Systems and Institutions, Georgia in Teixeira, P and Shin, C. J eds. International Encyclopedia on Higher Education Systems and Institutions, Springer. In Press

Jibladze, E (2017) Reforms for the external legitimacy in the post Rose Revolution Georgia. Case of university autonomy. Hungarian Education Research journal, 7(1), 7-27

Jibladze, E (2013) Running around in circles: quality assurance reforms in Georgia. Quality in Higher Education , 19(3), 343-357

Jibladze, E (2013). Challenges of Transition. Journal of the European Higher Education Area, Issue 3

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • სადოქტორო კოლოკვიუმი 2;
  • პოლიტიკის დიფუზია და ტრანსფერი: თეორია და პრაქტიკა;
  • სამაგისტრო ნაშრომი (განათლების ადმინისტრირება);
  • უმაღლესი განათლების პოლიტიკა
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 1;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 2;
  • პრაქტიკა (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში);
  • უმაღლესი განათლების პოლიტიკა;
  • ცვლილებების მართვა უმაღლეს განათლებაში
  • უმაღლესი განათლების პოლიტიკა – 2017-2018 წელი/შემოდგომის სემესტრი, სამაგისტრო კურსი
  • მონიტორინგი და შეფასება განათლებაში – 2017-2018 წელი/გაზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო კურსი
  • უმაღლესი განათლება და გლობალიზაცია – 2016-2017 წელი/გაზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო კურსი
  • 2015-2016 წელი/გაზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო კურსი
  • პროფესიული განათლების სისტემა და სტრატეგია – 2016-2017 წელი/გაზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო კურსი