განათლების და საგნობრივი მეთოდიკის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი
დაიბადა1964 წლის 12 ივლისს. 1981 წელს დაამთავრა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. 1986 წელს დაამთავრას თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1990 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1995 წელს დაიცვა დისერტაცია თეორიული ფიზიკის მათემატიკური მეთოდების მიმართულებით. 1997 წლიდან მუშაობა დაიწყო ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 2017 წლამდე. ძირითადი კვლევის სფერო იყო კვანტური გამოთვლები და კვანტური ინფორმატიკა. 2002-2003 წლებში იმყოფებოდა ნიშინას სახელობის საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებური პოსტდოქტურანტურის ფარგლებში იოკოჰამას უნივერსიტეტში (იაპონია). კვლევის მიმართულება: კვანტური გამოთვლები და კვანტური ინფორმატიკა. 2004 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრში (შემდგომში – განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი), მათემატიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფის ხელმძღვანელად. ამ პერიოდში, საქმიანობის ძირითადი მიმართლება იყო მათემატიკის და ინფორმაციულ-საკომუნკაციო ტექნოლოგიების ეროვნული სასწავლო გეგმების შექმნა და მისი დანერგვა. თანამშრომლობდა ფონდ „ირმის ნახტომთან“ ციფრული ფორმატის საგანმანათლებლო რესურსების შექმნის მიმართულებით.
2011 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მათემატიკის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელად. ძირითად მოვალეობებს შეადგენდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით სატრენინგო მასალის მომზადება და ტრენინგების ორგანიზება. 2016-2018 წლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში ხელმძღვანელობდა მათემატიკის საგნობრივ მიმართულებას. მისი ხელმძღვანელობით პროფესიული განვითარების ტრენინგები ჩაუტარდა საბაზო და საშუალო საფეხურის მათემატიკის თითქმის ყველა მასწავლებელს მთელი ქვეყნის ფარგლებში.
კვლევები განათლების სფეროში: აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენება და მათი გავლენა მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათემატიკაში;
სტატისტიკური მეთოდები განათლებაში;
კვლევები თეორიული ფიზიკის მიმართულებით: არაკომუტაციური გეომეტრია და მისი გამოყენება ფიზიკაში;
კვანტური გამოთვლები და კვანტური ინფორმატიკა.
პუბლიკაციები:
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
მათემატიკური ანალიზი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, 1995 – 2002, საბაკალავრო დიფერენციალური გეომეტრია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, 1995 – 2002, საბაკალავრო, სამაგისტრო ალგორითმების საფუძვლები – შავი ზღის საერთაშორსო უნივერსიტეტი, 1997 – 2007, საბაკალავრო დაპროგრამების საფუძვლები – შავი ზღის საერთაშორსო უნივერსიტეტი, 1997 – 2007, საბაკალავრო მათემატიკური ანალიზი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, 2011-2018, საბაკალავრო თეორიული ფიზიკის მათემატიკური საფუძვლები – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, 2011-2018, საბაკალავრო |