მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ანგლისტიკა, ასოცირებული პროფესორი





ნინო გულიაშვილმა 2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ილია ჭავჭავაძის  სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით – ინგლისური ენის პედაგოგიკა. 2006 წელს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ მიენიჭა ინგლისური ენის სწავლების თეორიისა და პრაქტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2011 წელს  TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში მიწვეული იყო გლაზგოს უნივერსიტეტში (შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი), სადაც მუშაობდა სამეცნიერო კვლევისა და სადოქტორო ნაშრომის განვითარებაზე.   2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „გენდერული იდენტობის რეპრეზენტაცია მედია-დისკურსში (2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ადგილობრივი ინგლისურენოვანი გაზეთების მიხედვით)  და მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2007 – 2021 წლებში ნინო გულიაშვილი მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, საბაკალავრო საფეხურზე ინგლისური ენის მოწვეული მასწავლებლისა  და მასწავლებელთა ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.  2008 წლიდან მიწვეულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აპლიკანტთა ნაშრომების გამსწორებლად და მასწავლებელთა ზეპირი მეტყველების  შემფასებელად. 2019-2021 წლებში მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგი საბაკალავრო კურსების წასაკითხად: ინგლისური ენა ფსიქოლოგებისათვის და აკადემიური ინგლისური ანგლისტებისთვის.

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • სოციოლინგვისტიკა, გენდერული იდენტობის რეპრეზენტაცია დისკურსში, დისკურსის (კრიტიკული) კვლევა, ენა და იდეოლოგიები, მედია დისკურსი, პოლიტიკური დისკურსის ლინგვისტური კვლევა;
  • კოგნიტური ლინგვისტიკა, კოგნიტური მეტაფორები, ორენოვნების ფსიქოლინგვისტური მახასიათებლები;
  • კორპუსლინგვისტური მეთოდების ინკორპორაცია თვისებრივ და რაოდენობრივ ლინგვისტურ კვლევებში (პროგრამები: Antconc, Lancs Box და ინგლისური ენის ონლაინ კორპუსები English corpora & BNC )

სტატიები ჟურნალებში

წიგნები

  • მოსიაშვილი თამარ, ჯანაშია სიმონ, გაბრიჩიძე ნათია, ჟვანია ნინო, ფრუიძე ნუცა, ტატიშვილი ელენე, გულიაშვილი ნინო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი: სახელმძღვანელო წიგნის, სტატიის, დისერტაციისა და სხვადასხვა აკადემიური ნაშრომის ავტორებისთვის. პირველი ელექტრონული გამოცემა, თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

დიდი ბრიტანეთი – ისტორია და კულტურა; მედია ლინგვისტიკა; ფსიქოლინგვისტიკა; ფსიქოლინგვისტიკა: თეორია და პრაქტიკა

ამერიკის შეერთებული შტატები – ისტორია და კულტურა; ინგლისური ენის გრამატიკის თეორია; ენა და გენდერი – თეორიიდან მეთოდამდე; პოლიტიკური დისკურსის ლინგვისტური ასპექტები

დოქტორანტურა

  • Publication Writing (2011-2013, შემოდგომის სემესტრი)