საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და
მედიცინის ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი





დოქტორმა ბერნიმ 1981 წელს დაამთავრა შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი (მაგისტრის ხარისხი) და 1987 წელს – ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა. მომზადება გაიარა ზოგად და ვისცერულ ქირურგიაში შვეიცარიაში და ტრანსპლანტაციურ ქირურგიაში ბრიუსელსა (ბელგია) და მაიამიში (ფლორიდა). 2002-2022 წლებში იყო ჟენევის უნივერსიტეტის საავადმყოფოების უჯრედების იზოლაციისა და ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელი / პანკრეასის კუნძულების უჯრედებისა და პანკრეასის ტრანსპლანტაციის პროგრამების დირექტორი. 2007-2022 წლებში – ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ქირურგიის პროფესორი. 2015-2022 წლებში მუშაობდა ღვიძლის, პანკრეასის კუნძულების, თირკმელებისა და ნაწლავების ტრანსპლანტაციის წამყვანი ცენტრის ტრანსპლანტაციის განყოფილების უფროსად.

თიერი ბერნი ქირურგიული და ტრანსპლანტაციის რამდენიმე საზოგადოების წევრია. 2007 წლიდან 2013 წლამდე იყო ევროპის პანკრეასისა და პანკრეასის კუნძულების ტრანსპლანტაციის ასოციაციის (EPITA) დამფუძნებელი თავმჯდომარე, ასევე შვეიცარიის ტრანსპლანტაციის საზოგადოების (2014-2016), ორგანოთა გადანერგვის ევროპული საზოგადოებისა (ESOT, 2015-2017) და პანკრეასისა და პანკრეასის კუნძულების ტრანსპლანტაციის საერთაშორისო ასოციაციის (IPITA, 2017-2019) პრეზიდენტი. მიღებული აქვს რამდენიმე კვლევითი გრანტი და ჯილდო, 350-ზე მეტი სტატიისა და წიგნის ავტორი ან თანაავტორია. არის რამდენიმე რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი და 2021 წლის მარტიდან Transplant International-ის მთავარი რედაქტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

კლინიკური და ექსპერიმენტული კუნძულების ტრანსპლანტაცია, კუნძულების უჯრედების ბიოლოგია, კუნძულების ტრანსპლანტაციის ვიზუალიზაცია, ანთების საწინააღმდეგო სტრატეგიები კუნძულების გადანერგვისა და პანკრეასის ბიოინჟინერიის გასაუმჯობესებლად.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ზოგადი ქირურგია I, ზოგადი ქირურგია II
  • 2002-2022: ქირურგიული სემიოტიკა, საბაკალავრო პროგრამა, ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა
  • 2002-2022: ქირურგია, სამაგისტრო პროგრამა, ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა
  • 2002-2022: არჩევითი კურსი ტრანსპლანტაციაში, სამაგისტრო პროგრამა, ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა