ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი





კვლევით ინტერესს, წყლის რესურსების მართვა და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა წარმოადგენს. რაც მიმდინარე კლიმატის ცვლილების ფრონზე, უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს. განსაკურებით კი ისეთ მდინარეთა წყალშემკრებ აუზებში რომლებიც შეუსწავლელ მდინარეებად მიიჩნევა. ასეთი კი, დღეის მდგომარეობთ, საქართველოს მდინარეთა დაახლოებით 90% და ქვეყნის ჰიდროლოგიური რესურსის მნიშვნელოვან ნაწილის წარმოადგენს. მსგავსი აუზების ჰიდროლოგიური შეფასება, მოითხოვს მდინარის წყალშემკრები აუზის კომპლექსურ შესწავლას, ჩამონადენზე ზემოქმედი პარამეტრის განსაზღვრისა და ჰიდროლოგიური მოდელირების განხორციელების მიზნით. 2015-2016 წლებში მუშაობდა გარემოს ეროვნულ სააგენტოში, რა დროსაც აქტიურად იყო ჩართული ჰიდრავლიკური მოდელირების მიმართულებით. 2016-2018 წლებში საქმიანობა განაგრძო ამერიკულ საინვესტიციო ფონდში, სადაც ძირითად საქმიანობას ჰიდროელექტრო სადგურებისათვის ჰიდროლოგიური მონაცემების გადამოწმება და მათი შეფასება წარმოადგენდა. აქტიურ კვლევითი/საკონსულტაციო საქმიანობა 2019 წლიდან ჩაერთო, რა დროსაც არაერთ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის აღსანიშნავია გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი KURA II, SABUKO-ს მიერ განხორციელებული მდინარე ივრის ჭალის აღდგენის პროექტი და მრავალი პროექტი განხორციელებული CENN-ის მიერ. ამ დროისათვის აქტიურადაა ჩართული სადოქტორო კვლევაზე რომლის ფარგლებშიც, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს საქმიანობას.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ჰიდროლოგიური მოდელირება, წყალშემკრები აუზის მართვა, მინიმალური ჩამონადენი, მრავალწლიური საშუალო ხარჯი, გარემოსდაცვითი ხარჯი.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • გამოყენებითი ჰიდრავლიკა (Including Lab) (ENG)