ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ტურიზმის მიმართულებით





ლელა ხარტიშვილი პროფესიით არის გეოგრაფი. მიღებული აქვს გეოგრაფის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი პროფესიული კარიერა დაიწყო 1993 წელს, როდესაც მიიწვიეს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული უნივერსიტეტში ჯერ ლაბორანტის და შემდეგ მასწავლებლის პოზიციაზე. 1995 წლიდან კითხულობს ლექციებს ტურიზმის და მასპინძლობის თემაზე.1997-2006 წლებში, მუშაობდა ტუროპერატორულ კომპანიაში „კავკაზუს თრეველ“ პროდუქტის განვითარების სპეციალისტად. 2006-2012 წლებში ხელმძღვანელობდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ სოფლის ტურიზმის დეპარტამენტს და მისი ინიციატივით დაფუძნდა საქართველოში სოფლის ტურიზმის ქსელი www.ruraltourism.ge; 2010 წლიდან მოღვაწეობს დამოუკიდებელი მრჩევლის პოზიციაზე სოფლის, აგრო და ეკოტურიზმის მიმართულებით. განხორციელებული აქვს პროექტები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მათ შორის ბუნების მსოფლიო ფონდთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სხვ. 2013-2017 წლებში იყო ჟურნალ Travel and Trade Guide to Georgia -ს რედაქტორი.  2015-2016 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2017 – 2020 წელს დაიცვა საკანდიდატო ავსტრიის ბუნებრივი რესურებისა და ცოცხალი მეცნიერებების უნივერსიტეტში (the University of Natural Resources and Life Sciences) და მიიღო სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • სოციალური მეცნიერება
  • თემზე დაფუძნებული ტურიზმი, აგროტურიზმი
  • ტრანსდისციპლინარული სწავლება
  • თანამონაწილეობითი პრაქტიკა და სისტემური განვითარება

პუბლიკაციების ვრცელი სია

კვლევითი ნაშრომი 1 – ხარტიშვილი, ., მუჰარ, ., დაქს, ., ხელაშვილი, . (2019) „სოფლის ტურიზმი საქართველოში გარდამავალ პერიოდში: გამოწვევები რეგიონული მდგრადობისთვის” Sustainability 2019, 11, 410 doi:10.3390/su11020410

კვლევითი ნაშრომი 2 – სვადა, ., მალაკ, ., ხარტიშვილი, ., (2020) „თუშეთის დაცულ ლანდშაფტი დაინტერესებული მხარეების განვითარებისა და კონსერვაციის საჭიროებების დაბალანსება Journal of Mountain Science, 17(3), 709-723 doi:10.1007/s11629-019-5490-z

კვლევითი ნაშრომი 3 – ხარტიშვილი, ., მიტროფანენკო, ., მუჰარ, ., პენკერ, ., (2020) „სათემო ტურიზმის კონცეფციის გამოყენების საკითხები კავკასიაში.. Mountain Research and Development doi: 10.1659/MRD-JOURNAL-D-19-00071.

კვლევითი ნაშრომი 4 – კერიან, ტ., მიტროფანენკო, ტ., მუჰარ, ა., ხარტიშვილი, ლ., (2020) „იუნესკოს განათლების ჩარჩო მდგრადი განვითარებისთვის და უნივერსიტეტი-საზოგადოების თანამშრომლობის რეალობა კავკასიის მთიან რეგიონში“.  Mountain Research and Development doi.org/10.1659/MRD-JOURNAL-D-20-00023.1

კვლევითი ნაშრომი 5 – გუგუშვილი, თ., სალუქვაძე, გ., ლეონჰაუზერი, ი.უ., დურგლიშვილი ნ., პავლიაშვილი, ნ., ხელაშვილი, ი., საუქვაძე ი., ხარტიშვილი, ლ., (2020) ერთობლივი პოლიტიკის მიმოხილვა: „მხარდამჭერი ტურიზმის“ კონცეფცია სოფლისა და მთის რეგიონების ერთობლივი განვითარებისთვის. Annals of Agrarian Science. Journal homepage: http://journals. org. ge/index. php, 17, 3.

კვლევითი ნაშრომი 6 – ხელაშვილი, ი., ხარტიშვილი, ., ხოხობაია, მ., (2020) ტურიზმის მდგრადი განვითარების პრობლემების კლასტერირება დანიშნულების ადგილზეAnkara Üniversitesi Çevrebilimleri Dergisi , 7 (2) , 83-97 https://dergipark.org.tr/en/pub/aucevrebilim/issue/51058/621229

რედაქტირებული წიგნები/კოლექტიური მონოგრაფიები

  1. შემთხვევის შესწავლის ტრანსდისციპლინური საველე კურსის შემუშავება და განხორციელება. სახელმძღვანელო უნივერსიტეტის ლექტორებისთვის. მომზადებულია პროექტის „ტრანსდისციპლინურობა ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის კავკასიის რეგიონში „CaucaSusT“ ფარგლებში. 2020
  2. თავი 2: ტრანსდისციპლინური შემთხვევის კვლევის მიდგომის განხორციელების გამოწვევები და შესაძლებლობები პოსტსაბჭოთა აკადემიურ სისტემებში: გამოცდილება სომხეთიდან და საქართველოდან. Tigran Keryan, Andreas Muhar, Tamara Mitrofanenko, Kristine Tanajyan, Lela Khartishvili

წიგნი: ინტერდისციპლინურობისა და ტრანსდისციპლინურობის ინსტიტუციონალიზაცია. თანამშრომლობა კულტურასა და საზოგადოებებში.

By Bianca Vienni Baptista, Julie Thompson Klein). https://doi.org/10.4324/9781003129424

ტურიზმის პოლიტიკის დოკუმენტი  1. ხარტიშვილი, ლ., ბაუმგარტნერი, ქ., საქართველოს ეკოტურიზმის ბაზრის პოტენციალის ანალიზი. ეკოტურიზმის სტრატეგიის საბაზისო დოკუმენტი. GIZ Private Sector Development and Technical Vocational Education and Training Programme South Caucasus (PSDTVET SC), Tbilisi, July 2020.

ტურიზმის პოლიტიკის დოკუმენტი  2. ხარტიშვილი, ლ., სალუქვაძე, გ., გუგუშვილი, თ., აგროტურიზმის განვითარების პოტენციალი საქართველოში“. A Joint Action for Women’s Economic   (JAWE) — UN Women, Tbilisi, August 2020.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • აგროტურიზმი;
  • ტუროპერირება და ტურისტული სააგენტოს მენეჯმენტი;
  • სამაგისტრო ნაშრომი (ტურიზმის მენეჯმენტი)
  • აგროტურიზმი;
  • ტურიზმის მენეჯმენტი

ეკოტურიზმის და აგროტურიზმის საფუძვლები, საბაკალავრო კურსი, ზაფხულის სემესტრი, 2015 ილიას უნივერსიტეტი

ეკო, აგრო და ღვინის ტურიზმი, საბაკალავრო კურსი, ზამთრის სემესტრი, 2015, საერთაშორისო უნივერსიტეტი