ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი





დაბადების თარიღი 1979 წლის 18 თებერვალი, რუსეთში ქალაქი ულან-უდე. 1985 წელს სწავლა დაიწყო ლაგოდეხის რაიონის სოფელი ლელიანის საშვალო სკოლაში, 1996 წელს 11 კლასი დაასრულა რუსთავის 17 სკოლაში, იმავე წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ფიზიკის ფაკულტეტზე, 2000 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და მიენიჭა ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი, იმავე წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრატურაზე, რომელიც დაასრულა 2003 წელს, რის შედეგადაც მიენიჭა ფიზიკის მაგისტრის ხარისხი, 2003-2004 წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში. 2005-2006 წლებში წავიდა ჯარში და იმსახურა სასაზრვრო პოლიციაში, როგორც რიგითი ჯარისკაცი, ხოლო დასრულების შემდგომ 2007 წლამდე, იყო სასაზღვრო ტექნოლოგიების განვითარების განყოფილების უფროსის მოადგილე. 2007-2008 წლამდე იყო მონასტერში საბერო მორჩილად, 2008-2010 წლებში კითხულობდა ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისტემურ დაპროგრამებადა და Assembler_ში, 2011-2015 წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში, 2013-2015 წლებში კითხულობდი ლექციებს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სისტემურ დაპროგრამებასა და Assembler_ში. 2018-2021 წლებში მუშაობდა შპს. SmartHouse_ში პროგრამისტად. 2019 წლიდან დღემდე ლექციებს კითხულობს ილიას  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, «კომპიუტერული და მონაცემთა ქსელები» და «სისტემური პროგრამირება». 2021 წლიდან ლექციებს კითხულობ BTU_ში (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) «ოპერაციული სისტყემა Linux».

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • სისტემური დაპროგრამება.
  • მიკროელექტრონიკა და ციფრული გამოთვლითი სისტემები.
  • სხვადასხვა სახისა და დანიშნულების პროტოკოლები.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტი B;
  • კომპიუტერის ორგანიზაცია;
  • კომპიუტერული და მონაცემთა ქსელები;
  • სისტემური დაპროგრამება
  • დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტი A;
  • შესავალი ოპერაციულ სისტემებში

2008-2010 წლებში კითხულობდა ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისტემურსა დაპროგრამებასა და Assembler_ში. 2011-2015 წლებში მონაწილეობდი სხვადასხვა პროექტებში.

2013- 2015 წლებში კითხულობდი ლექციებს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სისტემურსა დაპროგრამებას და Assembler_ში. შენიშვნა: ყველა კურსს კითხულობდა ბაკალავრის საფეხურზე.

იუთუბში აქვს არხი სადაც განთავსებულია მის მიერ წაკითხული ლექციების ჩანაწერები, იუთუბის აქაუნთის სახელია “Geo Wolf”