ემერიტუსი პროფესორი ეკოლოგიური გენეტიკის მიმართულებით
1964 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1967 წელს – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა გენეტიკის განხრით. 1966-1973 წლებში სტაჟირება გაიარა ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის) უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრასა და მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის რადიაციული გენეტიკის ლაბორატორიაში. 1974 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1995 წელს – სადოქტორო დისერტაცია გენეტიკის სპეციალობით. 1968 წელს აირჩიეს თსუ-ის გენეტიკის კათედრის ასისტენტად, 1975 წელს – დოცენტად, ხოლო 1995 წელს – ამავე კათედრის პროფესორად.
2006-დან 2009 წლამდე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ხოლო 2009 წლიდან დღემდე პროფესორი ემერიტუსია. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 10 სადისერტაციო ნაშრომი. 14 სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, ქართული ენციკლოპედიისათვის დაწერილი 14 და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|