მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულებით





აკაკი დანელიამ 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მიენიჭა მათემატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2000 წელს დაამთავრა ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა მათემატიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2000-2003 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურაში.  2004 წელს ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში  დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „შემთხვევითი პროცესების ოპტიმალური გაჩერების ამოცანა და ვარიაციული უტოლობები“ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2007-2014 წლებში იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსი. 2012 წლიდან არის საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის გამგეობის წევრი. 2014-2023 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა, გამოყენებითი სტატისტიკა, შერჩევითი სოციოლოგიური კვლევები, სოციალური პოლიტიკა

რჩეული პუბლიკაციები

  • Stochastic variational inequalities and optimal stopping: applications to the robustness of the portfolio/consumption processes. Stochastics and Stochastic Reports Pages 407- 423 | Received 27 Oct 2003, Published online: 17 Aug 2006.
  • Energy Estimates of New Type for Multidimensional Obstacle Problems. Memoirs onDifferential Equations and Mathematical Physics.Volume 31, 2004, pp.15-34.

სტატიები ჟურნალებში

  • An a Priori Estimate of New Type for Solutions of Multidimensional Obstacle Problem. Georgian Acad. Sci. 169 #1. 2004. 21-22.
  • Stochastic Variational Inequalities and Apriori Estimates for the Value Functions of theOptimal Stopping problem. Bull. Georgian Acad. Sci. 165, #2, 2002. 251-153.
  • The American lookback Call Option. Bull. Georgian Acad. Sci. 165, #1, 2002. 12-13.

პუბლიკაციების ვრცელი სია

  • ახალი PMT მოდელის შეფასება. კვლევის ანგარიში. Expertise France 2022
  • ყოველწლიური სტატისტიკური კრებული. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების  სტატისტიკა 2015-2022. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური. თბილისის მერია
  • სოციალური სტატისტიკა 2009-2013.სოციალური მომსახურების სააგენტო
  • სოციალური დაცვა და სოციალური ინკლუზია საქართველოში 2011. ევროკომისია
  • მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის დახვეწა, 2009. პარტნიორობა  სოციალური ინიციატივებისათვის
  • უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი და ანალიზი, 2005. სოციალური კვლევების ინსტიტუტი
  • შინამეურნეობათა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის არაპირდაპირი შეფასების მეთოდიკა,2005. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
  • მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კახეთის რეგიონში, 2004. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • სტატისტიკა, სემესტრი, საბაკალავრო კურსი.
  • სტატისტიკა, სემესტრი, საბაკალავრო კურსი;
  • აღწერითი სტატისტიკა, სემესტრი, საბაკალავრო კურსი.