მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორ-ემერიტუსი





მზია ბაქრაძე იყო თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის დოცენტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, ფრანგული ენის ფაკულტეტის დეკანი, ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, შემდეგ – პრორექტორი სასწავლო დარგში. ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი სამაგისტრო თუ სადისერტაციო ნაშრომი.

მზია ბაქრაძე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, 2009 წლის 10 ივლისს მიენიჭა ემერიტუსის წოდება. იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

მზია ბაქრაძის სამეცნიერო მოღვაწეობა უკავშირდება ფრანგულ ლიტერატურასა და ფილოსოფიას. იკვლევდა ფრანგული „ახალი რომანის“ თეორიულ საფუძვლებსა და ეგზისტენციალიზმის პრობლემებს XX საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში.

ბიბლიოგრაფია

  1. ეგზისტენციალიზმი ფრანგულ ლიტერატურაში – ჟურნ. ,,მნათობი“ , N8, 1961 წ.
  2. ჟ. პ. სარტრის ფილოსოფიური მოძღვრების ძირითადი დებულებანი – თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის შრომები. N6, 1963 წ.
  3. ჟ.პ. სარტრის პიესები – ჟურნ. „მნათობი“, N4, 1964 წ.
  4. ჟ. პ. სარტრის რომანი “გულზიდვა“, – თბილისის უცხო ენათა პედ. ინსტიტუტის შრომები, N6, 1973 წ.
  5. ჟ. პ. სარტრის პიესა ,,ეშმაკი და უფალი ღმერთი“ , უცხო ენათა ინსტ. შრომები; 1974 წ.
  6. ფრანგული „ახალი რომანის“ თეორიული საფუძვლები ნ. საროტისა და რობ-გრიიეს მიხედვით, 1969 წ.
  7. ფრანგული „ახალი რომანი“ /ანტი-რომანი /, ჟურნ. „ხომლი“, N5, 1970 წ.
  8. ფრანგული „ახალი რომანი“ /ანტი-რომანი/, ჟურნ. „ხომლი“ N6, 1971 წ.
  9. ს. ბეკეტი, „გოდოს მოლოდინში“, ჟურნ. „ხომლი“, N7, 1972 წ.
  10. სიტყვის პოეტიკა და მზის სიმბოლიკა ა. კამიუს ნაწარმოებში „უცხო“ /XX საუკუნე, ლიტერატურის ისტორია, პოეტიკა, ურთიერთობანი/, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1988 წ.

მ. ბაქრაძე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთში La Géorgie Francophone, რომელშიც დაიბეჭდა შემდეგი წერილები:

  • « La traduction – L’ art, qui rapproche les peuples ». N 1. 1995.
  • « Bouillon de culture » en Géorgie. » / Entretien avec Bernard Pivot / N 2, 1995.
  • AdJiashvili – « Réveille – toi ma harpe » / traduction du géorgien en francais /extraits/, traduit avec B.Mouger/. N 3, 1996
  • « Un francais – géorgien » . / Serge Tsouladzé – lauréat du prix Langlois de l’Academie Française pour la meilleure traduction de l’ année – « Le Chevalier à la peau de tigre » N 4, 1996/
  • « L’officier qui a étonné la Légion » / portrait de Dimitri Amilakhvari /, N 6, 1997.
  • « Le meilleur souvenir de mon enfance – c’ est le Lycée français.. « /avec B.Mouger/.. Jacques Brel à Tbilissi », N 12, 1999.
  • « Notre premier lecteur français – Georges Heiser » N 12, 1999.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი