მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორ-ემერიტუსი





1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, 1957 წელს კი – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; 1958 წელს  დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (თემა „თავისუფლება და აუცილებლობა“), 1963 წელს კი –სადოქტორო დისერტაცია (თემა „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“). 1966-1970 წლებში პროფ. გურამ თევზაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე. 1970-2005 წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე. 1993 წლიდან გურამ თევზაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი,  2000 წლიდან – ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; 2006 წლიდან იგი იყო ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით.

ბიბლიოგრაფია

  • გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1963 წ.
  • ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა, თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ.
  • იმანუელ კანტი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1974 წ.
  • Иммануил Кант. Проблемы теоретической философии, Тбилиси: „Хеловнеба“, 1979 წ.
  • ანტიკური ფილოსოფია, თბილისი: „მეცნიერება“, 1995 წ.
  • შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1996 წ.
  • XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორიათბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2002 წ.
  • ფილოსოფიის შესავალი, წელიწდეულში: „ფილოსოფიური განაზრებანი“, N3 (2003 წ.), გვ. 199-249.
  • იოანე პეტრიწი, თბილისი: „ნეკერი“, 2006 წ.
  • აღორძინების ეპოქის ფილოსოფია (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე), თბილისი: „ნეკერი“, 2008 წ.
  • ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწილი I: განმანათლებლობა (ფრენსის ბეკონიდან იმანუელ კანტამდე), თბილისი: „Carpe diem“, 2009 წ.
  • ილია ჭავჭავაძე და თანამედროვე აზროვნება. შესაძლებლობა და სინამდვილე . ჭავჭავაძის ისტორიის ფილოსოფიაში, თბილისი: „Carpe diem“, 2010 წ.
  • ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწილი II: იმანუელ კანტიდან ფრიდრიხ ნიცშემდე, თბილისი: „ნეკერი“, 2012 წ.

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი