ასისტენტ-პროფესორი, მათემატიკის მიმართულებით
მარიამ მანჯიკაშვილმა 2014 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი (საბაკალავრო საფეხური). 2016 წელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2014 წელს მოიპოვა ბელგიის მთავრობის სტიპენდია და სწავლობდა გენტის უნივერსიტეტში. 2018 წელს მოიპოვა ჩეხეთის მთავრობის სტიპენდია და სწავლა გააგრძელა ბრნოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2021 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში და სწავლა გააგრძელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო საფეხურზე, სადაც 2023 წელს მიენიჭა მათემატიკის დოქტორის ხარისხი. 2019-2023 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი.
ჩვეულებრივი დიფერენციალური და ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებები
რჩეული პუბლიკაციები
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
|