ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი,მენეჯმენტის მიმართულება





მარინეს აქვს 8-წლიანი აკადემიური საქმიანობის გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამავდროულად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან როგორც ტრენერი, ქოუჩი, კონსულტანტი და მენტორი. შექმნილი აქვს საავტორო სალექციო და სატრენინგო კურსები პერსონალურ ბრენდინგსა და პერსონალურ პროდუქტიულობაში, ასევე მდგრადობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

20-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს საბანკო სექტორში საოპერაციო, გაყიდვების, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და ბრენდინგის მიმართულებით.

განათლება:

  • 2011 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მადრიდის კარლოს მესამის უნივერსიტეტში.
  • 2000 წელს კი – ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სერტიფიცირება:

  • 2022 -დან – საერთაშორისო ქოუჩი, ქოუჩინგ აპ უნივერსიტეტი
  • 2020-დან – პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაცია
  • 2020-დან – სერტიფიცირებული არტთერაპევტი, განვითარების საერთაშორისო ცენტრი  განვითარების საერთაშორისო ცენტრის სერტიფიცირებული არტთერაპევტი
  • 2014 წლიდან სერტიფიცირებული პროფესიონალი მარკეტერია ამერიკის მარკეტინგის ასოციაციის მიერ.
  • არის ტრენერთა ასოციაციის წევრი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • მდგრადი განვითარება
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
  • მდგრადი მარკეტინგი
  • სტრატეგიული მარკეტინგი
  • ბრენდინგი
  • ორგანიზაციული განვითარება და ფსიქოლოგია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ბიზნეს ეთიკა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;
  • მარკეტინგის საფუძვლები;
  • საბაკალავრო ნაშრომი (ENG);
  • შესავალი ორგანიზაციულ ქცევაში;
  • ორგანიზაციული ქცევა;
  • სამაგისტრო ნაშრომი (მენეჯმენტი)
  • მარკეტინგის საფუძვლები (ქართ.ინგ) – ბაკალავრიატი
  • ბიზნეს ეთიკა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა – ბაკალავრიატი
  • ორგანიზაციული ქცევა – მაგისტრატურა
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა (ინგ) ბაკალავრიატი