ასისტენტ-პროფესორი,მენეჯმენტის მიმართულება
სალომე დანელიას მინიჭებული აქვს ეკონომიკის დოქტორის აკადემიურ ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოპოვებული აქვს ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი.
2020 წელს გავლილი აქვს სამაგისტრო აღმასრულებელი პროგრამა რიგის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ( Riga Graduate School of Law and Economy), 2016 წელს პროფესიული პროგრამა – CPPA (Certified Public Policy Analyst), თავისუფალი უნივერსიტეტი/ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტი. 2013 წელს გავლილი აქვს აღმასრულებელი პროგრამა საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვაში ესტონეთის დიპლომატიურ სკოლაში.
სალომეს აქვს 12 წლიანი მუშაობის წარმატებული გამოცდილება როგორც სახელწიფო ინსტიტუციებში, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებში ხელმძრვანელ პოზიციაზე.
გამოცდილება უკავშირდება საჯარო ფინანსების დაგეგმვასა და მართვას, პროექტების განვითარების მენეჯმენტს, რისკის შეფასებასა და მონიტორინგს, საინვესტიციო პროექტების შეფასებისა და ბიზნეს პროექტების განვითარებას. ჩატარებული აქვს კვლევითი პროექტები ისეთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა USAID, Asian Development Bank, The World Bank.
2016 წლიდან სალომე პედაგოგიური საქმიანობას ეწევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასასთანავე, იგი 2023 წლიდან დღემდე არის მსოფლიო ბანკში მოწვეული ექსპერტი საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით და ბიზნესს განვითარების ხელმძღვანელი Silk Road Consulting-ში. 2014-2023 წლამდე ხელმძღვანელობდა სუბსიდირებისა და წარმოების მართვის დეპარტამენტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, 2015-2018 წლებში იყო საჯარო პოლიტიკის კვლევის დეპარტამენტის უფროსი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრში, 2014 წელს მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში სტრატეგიული განვითარების სამსახურში მიზანშეწონილობის კვლევის ექსპერტად (მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ეკონომიკური კვლევა და ანალიზი). სალომეს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია სხვადასხვა სამეცნიერო და პოპულარულ ჟურნალებში.
პუბლიკაციების ვრცელი სია
საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები (ავტორი/თანაავტორი):
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
|