განათლების პოლიტიკის მიმართულებით, ასოცირებული – პროფესორი
ქეთი ცოტნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორია (2024 წლიდან). მისი აკადემიური და სამეცნიერო ინტერესია პოსტსოციალისტურ სივრცეში განათლების პოლიტიკის, ინსტიტუციებისა და აქტორების ტრანსფორმაცია. კვლევის მთავარი ფოკუსია ისტორიული და გეოპოლიტიკური განზომილებების გათვალისწინებით აკადემიური იდენტობებისა და აკადემიური ცხოვრების, ასევე ცოდნის წარმოების სივრცის ცვლილების შესწავლა.
ქეთი ცოტნიაშვილმა 2023 წელს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი განათლების პოლიტიკის მიმართულებით. 2024 წელს მიიღო შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოების (CIES) ევრაზიის ჯგუფის საუკეთესო დისერტაციის ჯილდო. ასევე მიღებული აქვს ედმუნდ მასკის სამაგისტრო სტიპენდია (2011-2013), რომლის ფარგლებშიც მოიპოვა განათლების მაგისტრის ხარისხი ვანდერბილტის უნივერსიტეტში.
ქეთის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და სისტემის ცვლილების, კვლევითი და საექსპერტო საქმიანობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. თანამშრომლობდა როგორც საჯარო სექტორთან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და უცხო ქვეყნების უმაღლესი განათლების აკრედიტაციის სააგენტოებთან. 2018 წლიდან ერასმუს პლუსის ეროვნულ ოფისთან არსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ჯგუფის წევრია.
ქეთი ცოტნიაშვილი შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოების (CIES), ასევე ამერიკის განათლების კვლევების ასოციაციის (AERA) წევრია.
პუბლიკაციები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
|