ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ასისტენტ-პროფესორი





ქეთევან გოგოჭურმა 2023 წელს მიიღო ეკონომიკის დოქტორის წოდება კავკასიის უნივერსიტეტში. იგი ასევე ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. ქეთევანი 2015-2024 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მოწვეული მასწავლებლი,  ასწავლიდა ეკონომიკის პრინციპებისა I (მიკროეკონომიკა) და ეკონომიკის პრინციპების II (მაკროეკონომიკა) კურსებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე.

მას აქვს წარმატებული გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში კვლევის, ანალიტიკისა და პროექტების მართვის მიმართულებით. თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • საერთაშორისო ვაჭრობა
  • განვითარების ეკონომიკა
  • სოფლის მეურნეობის ეკონომიკა
  • ინდუსტრიული ორგანიზაცია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ეკონომიკის პრინციპები II (მაკროეკონომიკა);
  • ეკონომიკის პრინციპები II (მაკროეკონომიკა) (ENG)
  • ეკონომიკის პრინციპები I (მიკროეკონომიკა)