ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით,ასისტენტ-პროფესორი
თამარ ჩილაჩავა პრაქტიკოსი ლექტორია. მას აქვს აკადემიური საქმიანობის 7 წელზე მეტი გამოცდილება. ასწავლის/ასწავლიდა მარკეტინგთან დაკავშირებულ ხუთ საგანს. სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელია, მისი ხელმძღვანელობით 19 სამაგისტრო ნაშრომი იქნა დაცული.
თამარის მიმდინარე სრულგანაკვეთიანი საქმიანობა თიბისი ბანკს უკავშირდება, სადაც ბიზნესის ანალიტიკოსთა კომპეტენციის ლიდერია. ჩართულია მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებულ ანალიტიკურ ტრანსფორმაციულ პროექტებში.
აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მაგისტრის ხარისხი მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით ( EAE ბიზნესსკოლა, მადრიდი, ესპანეთი).
მისი გატაცებაა მონაცემთა ანალიზი, მარკეტინგი და ინოვაციური ტექნოლოგიები. სამომავლოდ სურს, მუშაობა და სწავლა სწორედ ამ სფეროებში განაგრძოს.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
|