პროფესორ-ემერიტუსი, ანგლისტიკა–ამერიკანისტიკის მიმართულებით
ნინო კირვალიძემ 1970 წელს წარჩინებით დააამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი ინგლისური და ესპანური ენების სპეციალობით. 1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (Ph.D Thesis) ინგლისურ ენაში მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში. 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (Habilitation Thesis) მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტურ უნივერსიტეტში, რის საფუძველზეც მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი გერმანიკული ენების სპეციალობით. 1995 წელს საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო–პედაგოგიური წოდება ინგლისურ ენაში.
1970 წლიდან ნინო კირვალიძე მუშაობდა უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისური ენის კათედრაზე ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ უფროს მასწავლებლად, დოცენტად და ბოლოს – პროფესორად. 2004–2006 წლებში იყო ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანულ–გერმანიკული ფილოლოგიის კათედრის გამგე. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორად ანგლისტიკა–ამერიკანისტიკის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის ორი მონოგრაფია) და ორი სახელმძღვანელო ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია რვა სადოქტორო დისერტაცია ანგლისტიკაში. 1995 წლიდან ნინო კირვალიძე მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სადისერტაციო საბჭოების მუშაობაში. ილიას უნივერსიტეტის სახელით მოხსენებებით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციებზე მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიაში, ფრაიბურგში, მიუნხენში, პარიზსა და ლონდონში (მისი ყველა გამოსვლა გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებსა და კრებულებში).
TIMES HIGHER EDUCATION-ის ლონდონის ოფისის მოწვევით, რომელიც ეფუძნებოდა მის კვლევით პუბლიკაციებს, ნინო კირვალიძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო უნივერსიტიტების რეიტინგის დამდგენ ექსპერტთა 2022-2025 წლების გამოკითხვებში როგორც დარგის და ქვეყნის წარმომადგენელმა.
• ტექსტის ლინგვისტიკა
• ტექსტის და დისკურსის ლინგვოკულტუროლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევები
• კოგნიტური ლინგვისტიკა (მეტაფორიზაციისა და რეფერენციის პრობლემები)
• სინტაქსური სტილისტიკა
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
შემოდგომის სემესტრი, საბაკალავრო კურსი.
შემოდგომის სემესტრი, სამაგისტრო კურსი.
გაზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო კურსი.
სამაგისტრო კურსი, გაზაფხულის სემესტრი.
გაზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო კურსი. |
2010–2013 წლები, გაზაფხულის სემესტრი, სადოქტორო კურსი.
2007–2009 წლები, შემოდგომის სემესტრი, საბაკალავრო კურსი.
2004–2006 წლები, შემოდგომის სემესტრი, სამაგისტრო კურსი. |
ნინო კირვალიძის სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო ციტირების ინდექსის ნახვა შესაძლებელია ლინკებზე:
http://scholar.google.com/scholar?hl=en&q=nino+kirvalidze&btnG=&assdt=1,5&assdtp