ასოცირებული პროფესორი, ასტრონომიის მიმართულებით
ირაკლი სიმონია 1988-2008 წლწბში მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მკვლევარად. 1998 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კომეტების ასტროფიზიკის მიმართულებით. 2009-2014 წლებში მუშაობდა ედჯანკტ-პროფესორის პოზიციაზე ჯეიმს კუკის უნივერსიტეტში (ავსტრალია). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2008 წლიდან. ძირითადი კვლევითი საკითხებია: კომეტების ასტროფიზიკა, ვარსკვლავთგარემომცველი მატერიის ფიზიკა და ქიმია, ძველი ასტრონომია. ხელმძღვანელობს სადოქტორო პროგრამებს: მოლეკულური ასტროფიზიკა და არქეოასტრონომია. არის აშშ-ის ასტრონომიული საზოგადოების სრული წევრი.
• კომეტების ყინულოვანი ბირთვები.
• კომეტების ატმოსფეროების ყინულოვანი და სილიკატური მტვერი.
• კომმეტების და სხვა სხეულების კომპლექსური ორგანული მოლეკულები.
• მეტეორიტების მინერალები და პრე-სოლარული მარცვლები.
• ვარსკვლავთგარემომცველი მტვერი და გაზი.
• ვარსკვლავთშორისი დიფუზური აბსორბციები.
• ასტრომეგალითური კონსტრუქციები და ასტრონომიული ხელნაწერები.
რჩეული პუბლიკაციები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|