ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, ბიზნეს ინგლისურისა და აკადემიური ინგლისურის სწავლების მიმართულებით 





მაია როგავამ 1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) და 1983 წელს მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უცხო ენათა ინსტიტუტში (ამჟამად მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ჰუმანიტარული პროფილის ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების ლინგვისტური და სტილისტური ანალიზი.

1997, 1999 წლებში მიიღო ინგლისურის, როგორც უცხო ენისა და ბიზნესინგლისურის მასწავლებლის საერთაშორისო კვალიფიკაცია.

1997 წლიდან თანამშრომლობს  ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში. 2012 წლიდან  – მათი კონსულტანტია ინგლისური ენის სწავლების პროექტებში და ტრენერია პროფესიული ენების სწავლების მეთოდიკის საკითხებში. 2010 წლიდან კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისურ ენაში საერთაშორისო გამოცდების საუბრის ნაწილში გამომცდელია.  ამავდროულად, ინგლისური ენის მასწავლებელთა საქართველოს და საერთაშორისო ასოციაციების წევრია (კონფერენციების მონაწილე, მომხსენებელი, სამეცნიერო კომიტეტის წევრი, მოდერატორი და სადისკუსიო სესიების მონაწილე, რეცენზენტი). აგრეთვე გამოცდების ეროვნულ ცენტრის გამომცდელია. 2016 წლიდან არის საერთაშორისო აკადემიური რეფერირებადი ჟურნალის Online Journal of Humanities სარედაქციო საბჭოს წევრი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2010 წლიდან. ჯერ ბიზნესინგლისურის პროგრამების კოორდინატორად და მასწავლებლად, შემდეგ – ბიზნესის ფაკულტეტის (ამჟამად ბიზნესის სკოლის) ასოცირებულ პროფესორად. 2014 წლიდან არის უნივერსიტეტში ახლად შექმნილი აკადემიური წერის ცენტრის დირექტორი და მთარგმნელობითი სარედაქციო კომისიის წევრი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • პროფესიული (ბიზნესი, ტურიზმი, სამართალი) ინგლისურის სასწავლო პროგრამების და მასალების შექმნა და სწავლების თავისებურებები;
  • ტექნოლოგიის როლი პროფესიული ენების (ბიზნესი, სამართალი) სწავლების პროცესში;
  • შინაარსისა და ენის ინტეგრირება უმაღლეს სასწავლებელში ბიზნესის ადმინისტრირების საგნების ინგლისურ ენაზე სწავლების დროს (ინგლისური ენის, როგორც ინსტრუქციის, საშუალების გამოყენება);
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური წერის პროგრამებისა და მასალების შექმნა;
  • აკადემიური წერის ცენტრის ფუნქციონირებისა და მასწავლებლების, კონსულტანტების/ტუტორების მომზადების საკითხები;
  • ინგლისურ ენაზე აკადემიური წერის სწავლების საკითხები სამივე საფეხურზე;
  • განათლების სისტემაში ინტერაქტიურ სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები;
  • ამობრუნებული სწავლება, ხარაჩოს მეთოდი და სხვა ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები: რა არის ახალი?
  • ინგლისური ენის მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება: ახალი ჩარჩო;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ენის შემსწავლელნი უცხო ენების სწავლების პროცესში.

ზოგიერთი პუბლიკაცია:

  • 2022 ივლისი – „Tiny Seeds Grow into Mighty Trees: the Case of the Centre for Academic Writing at Ilia State University“- ევროპის აკადემიური წერის ცენტრების საერთაშორსიო კონფერენციის აბსტრაქტების კრებული
  • 2018 – “A Pilot English-Georgian Glossary of EU Legal Terminology” – ევროკავშირის საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასების პროექტის ENPI/2015/357-121 ფარგლებში – თანაავტორი: პროფესორი  სარა  კოკი – ონლაინ პუბლიკაცია http://matsnedictionary.gov.ge/?cult=en-US – თბილისი
  • 2017-2018 – სახელმძღვანელო ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისთვის’ (198 გვ.) – რედაქტირება და ნაწილობრივი თარგმნა; და შესავალი სახელმძღვანელო ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისთვის (45 გვ.) – რედაქტირება და ნაწილობრივი თარგმნა;
  • 2010 – XV TESOL – უკრაინა – საკონფერენციო შრომები: წერის საკითხები ინგლისური ენის სწავლების პროცესში;
  • 2007 – 2008 სამი 20-საათიანი კურის ინგლისური სასტუმროს პერსონალისთვის, მიმტანებისთვის და ბარმენებისთვის მანანა რუსიეშვილთან ერთად;
  • 2007 – 2008 40 საათიანი ბიზნეს ინგლისურის მასწავლებელთა მოსამზადებელი კუესი – მანანა რუსიეშვილთან და ჯონ სკაფიდისთან ერთად;
  • 2002 – ბიზნეს ინგლისურის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებელბისთვის – Success in Business – (ავტორები: მაია როგავა, მარინა თევზაია, ნინა ბესტაევა). – თბილისი: დიოგენე;
  • 2002 – ვთარგმნე ინგლისურიდან დენ ბრაინის და ვინჩის კოდი – გამომცემლობა: პეტიტი. 2018 წელს წიგნი ხელმეორედ გამოიცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • სადოქტორო კოლოკვიუმი 1;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 2;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 3;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 4;
  • წერის კურსი სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნებისთვის;
  • აკადემიური წერა (ENG)
ბაკალავრიატი (ინგლისურენოვანი) ბაკალავრიატი (ინგლისურენოვანი)
ბიზნესინგლისური (C1) ბიზნესინგლისური (C1)
მაგისტრატურა მაგისტრატურა
 აკადემიური ინგლისური აკადემიური ინგლისური
აკადემიური წერა ინგლისურ ენაზე აკადემიური წერა ინგლისურ ენაზე
დოქტორანტურა დოქტორანტურა
სამეცნიერო პუბლიკაცია ინგლისურ ენაზე (მეორე სასწავლო წელი, შემოდგომის სემესტრი) სამეცნიერო პუბლიკაცია ინგლისურ ენაზე (მეორე სასწავლო წელი, შემოდგომის სემესტრი)
ბაკალავრიატი (ინგლისურენოვანი) ბაკალავრიატი (ინგლისურენოვანი)
ბიზნესინგლისური (C1) ბიზნესინგლისური (C1)
მაგისტრატურა მაგისტრატურა
აკადემიური ინგლისური აკადემიური ინგლისური

მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები

  • 2015 – How to prepare for ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრის მასწავლებლებისთვის მომზადებული 10 საათიანი კურსი. ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსება.
  • 2012 – How to prepare for IELTS . მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი 10 საათიანი კურსი. ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსება.
  • 2011 – How to prepare for მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი 10 საათიანი კურსი. ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსება.
  • 2007-2008 – Business English for ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული 40-საათიანი კურსი, რომელიც ჩართულია საქართველოს მასწავლებელთა ასოციაციის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ყოველწლიურ პროგრამაში. პროგრამის მიხედვით, ჩატარდა 4 კურსი თბილისში და ერთი ბათუმში.