ასისტენტ-პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულებით
აკაკი დანელიამ 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მიენიჭა მათემატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2000 წელს დაამთავრა ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა მათემატიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2000-2003 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურაში. 2004 წელს ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „შემთხვევითი პროცესების ოპტიმალური გაჩერების ამოცანა და ვარიაციული უტოლობები“ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2007-2014 წლებში იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსი. 2012 წლიდან არის საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის გამგეობის წევრი. 2014-2023 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
რჩეული პუბლიკაციები
სტატიები ჟურნალებში
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
|