მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, დოქტორი, სრული პროფესორი შედარებითი ლიტერატურის მიმართულებით

შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი





ბელა წიფურიამ (დ. 1967) დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი  და ასპირანტურა (წარჩინებით), დაიცვა დისერტაცია თემაზე ცისფერყანწელთა ლიტერატურული სკოლა (1993). იყო ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მკვლევარი. იყო მიწვეული მკვლევარი ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთი (1994); პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შედარებითი ლიტერატურის დეპარტამენტში, აშშ (2002-2003); კრაკოვის საერთაშორისო კულტურის ცენტრში, პოლონეთი (2011); მიჩიგანის უნივერსიტეტში, აშშ (2018). 2004-2008 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კოორდინირებას უწევდა სახელმწიფო პროგრამებს უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში,  2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. არის ლიტერატურისმცოდნეობის და ქართული ფილოლოგიის დარგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი. იყო პროექტ თუნინგის /საგანმანათლებლო სტრუქტურების ურთიერთშეწყობა ევროპაში/ ლიტერატურისმცოდნეობის ჯგუფის  წევრი (2011-2012). არის 70-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი ქართულ და საერთაშორისო აკადემიურ გამოცემებში. მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციებში. ორგანიზებას უწევს შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონფერენციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  არის შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის წევრი, ჟურნალ სჯანის რედკოლეგიის წევრი, ავანგარდისა და მოდერნიზმის ევროპული ქსელის წევრი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

იკვლევს მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების ქართულ ლიტერატურას კომპარატივისტული მიდგომებით: მოდერნიზმი და ავანგარდიზმი, პოსტმოდერნიზმი, საბჭოთა კვლევები, პოსკოლონიალიზმი.

რჩეული პუბლიკაციები:

  • “Georgian Modernism: Relocating Georgian Culture”. Jürgen Trinks, Dato Barbakadse, (Hg.) Chancen und Schwierigkeiten des interkulturellen Dialogs über ästhetische Fragen Unter Unter besonderer Berücksichtigung der Entwicklungen in der Kaukasusregion Reihe: Transkulturelle Forschungen an den Österreich-Bibliotheken im Ausland. Bd. 13, 2016.
  • “Cultural Conversion: from Modernism to Socialist Realism. Boris Pasternak and Titsian Tabidze”. Models of Personal Conversion in Russian cultural history of the 19th and 20th centuries (Interdisciplinary Studies on Central and Eastern Europe). Bern: Peter Lang AG, Internationaler Verlag der Wissenschaften. 2015.
  • “Stereotyping the Past, and the Future. A Georgian Case”. Nations and Stereotypes 25 Years After. Krakow: International Cultural Centre, 2015.
  • “Socialist Realism from Centre to Periphery: Doctrine and Indoctrination.” Littérature et Totalitarisme : Écrire pour Témoigner, Presses Universitaires de Namur. 2015.
  • “Tatiana Vechorka. Futurist Poetess in Tbilisi, Baku and Moscow”. International Yearbook of Futurism Studies. Ed. by Gunter Berghaus. Volume 5. Berlin: De Gruyter, 2015.
  • “Cubism Influence in Georgia: Cobo-Futurism, Kiril Zdanevich, David Kakabadze”. (co-authored with Nana Kipiani). Ars. Institute of Art History of Slovak Academy of Science. 2015.
  • „Transferring Avant-garde to Georgia/Transferring Georgia to Avant-garde”, Transferts, appropriations et fonctions de l’avant-garde dans l’Europe intermédiaire et du Nord, 1909-1989. Cahiers de la Nouvelle Europe, Numéro spécial, Université Sorbonne Nouvelle – Paris 3, 2012.
  • “H2SO4: The Futurist Experience in Georgia”. International Yearbook of Futurism Studies, Ed. by Gunter Berghaus. Volume 1. Berlin: De Gruyter, 2011.
  • “Totalitarian and National Cultural Models as a Binary Opposition”, Totalitarianism and Literary Discourse: 20th Century Experience. Ed. by I. Ratiani. Cambridge Scholars Publishing, UK, 2011.

წიგნები:

  • ქართული ტექსტი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერნულ კონტექსტში. თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016 (ავტორი).
  • შედარებითი ლიტერატურის კრებული 1, თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013 (რედაქტორი).

სტატიები ჟურნალებში

  • “Cubism Influence in Georgia: Cobo-Futurism, Kiril Zdanevich, David Kakabadze”. (co-authored with Nana Kipiani). Ars. Institute of Art History of Slovak Academy of Science. 2015.
  • “Patriotisme et résistance dans la poésie géorgienne”. Inflexions. Civils et Militaires,  Pouviors Dire. 2014. Numero 26. Patriotisme.
  • “Polish and Georgian Cultural Experiences. The Avant-garde Against Socialist Realism”. Herito, ICC, Krakow, Poland. 2011. Nr. 4

პუბლიკაციების ვრცელი სია

  • „Vorwort. im: Badri Guguschwili“. Badri Gugushvili. Der Tag des Menschen. Gedichte. Ludwigsburg: Pop, 2016;
  • „Schota Tschantladse“ – ein un-sowjetischer Dichter im sowietischen Georgien. Schota Tschantladse. Manifest. Ludwigsburg: Pop, 2016;
  • „გალაკტიონ ტაბიძე – ნაციონალური პოეტი“. კრებულში: გალაკტიონი – 120, რედ. თ. დოიაშვილი. თბილისი: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2016;
  • ქართული ლიტერატურა. სახელმძღვანელო ქართული სკოლებისათვის. თბილისი: არტანუჯი, 2009; 2010;
  • „გალაკტიონ ტაბიძე – სახალხო პოეტი“. კრებულში: „გალაკტიონოლოგია“. V. თბილისი: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2010;
  • „მოდერნისტული გამოცდილება საქართველოში“, კრებულში: „ქართული ლიტერატურა მოდენიზმისა და რეალიზმის მიჯნაზე“, თბილისი: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2010;
  • „საბჭოური და ნაციონალური კულტურული მოდელები, როგორც ბინარული ოპოზიციები“. კრებულში: „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი“. თბილისი: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2010;
  • Preface to the Selection of Modern Georgian Mythological Poetry, International Poetry Review, May, 2009, UNC, Greensboro, USA (in English);
  • „ანტი-უტოპიური რომანი და ანტიუტოპიური რეალობა“. ჟ. „წახნაგი“. თბილისი, 2009;
  • „პოსტმოდერნიზმი“. წიგნში: „ლიტერატურის თეორია – XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები“, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, თბილისი, 2006;
  • „From State Language Education to Civil Integration“, in: Language Policies and Education in Multilingual Societies, Ed. Carine Bachmann, Geneva: Cimera, 2006;
  • „პოსტსაბჭოთა პერიოდი და პოსტმოდერნიზაცია ქართულ ლიტერატურაში“.  ჟ. „ლიტერატურული პალიტრა“, 4-5, 2005, თბილისი;
  • „კულტურული იდენტობა მე-20 საუკუნის საქართველოში“. ჟ. „კრიტიკა“. 1, 2005;
  • „სამოციანელთა და ცისფერყანწელთა მხატვრულ-ესთეტიკური პრინციპების მიმართებისათვის“. კრებულში: „ილიას კრებული“, ტ.2, თბილისი, თსუ, 2004 ;
  • „ირონიის მსოფლმხედველობრივ-ესთეტიკური ფუნქცია პოსტმოდერნიზმში“, „თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები”, № 8, 2004;
  • „ორმაგი კოდირება პოსტმოდერნიზმში“, თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები, № 8, 2004;
  • „გალაკტიონის ტექსტი სწორ/მცდარ კონტექსტში“, კრებულში „გალაკტიონოლოგია“, III, 2004;
  • „პოსტსაბჭოური ტრავმა ქართულ მწერლობაში და კიდევ ერთი ნარატივის დასასრული“, ჟ. „სჯანი“, V, 2004;
  • „სახის განვითარების ბოდრიარისეული გაგებისათვის“, ჟ. „კრიტერიუმი“, № 10, 2004;
  • „Einfuhrung in die postsowjetische georgische Literatur“, Salz, Zeitschrift fur Literatur,     Jahrgang 29/III – Heft 115 / Marz 2004 (Mitverfaser   Dato Barbakadse)
  • „The Image of Tbilisi in XX century Georgian Poetry“, in: The Image of the City in  Literature, Media, and Society: Selected Papers, 2003 Conference, Society for the Interdisciplinary Study of Social Imagery, ed. by Will Wright; Steven Kaplan; Society for the Interdisciplinary Study of Social Imagery, University of Southern Colorado, 2003
  • „National Identity in Soviet / Post-Soviet Georgian Literature“, Journal of Eurasian Research, N  Vol. 2. No. 1, Winter, 2003

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • შედარებითი ლიტერატურის მეთოდები და ტექსტის ინტერპრეტაცია (სამაგისტრო საფეხური, გაზაფხულის სემესტრი);
  • ქართული ლიტერატურის კონტექსტუალიზაცია (სამაგისტრო საფეხური, შემოდგომის სემესტრი);
  • პოსტკოლონიალიზმის თეორიები (სამაგისტრო საფეხური, შემოდგომის სემესტრი);
  • პოსტმოდერნი და პოსტმოდერნიზმი (სამაგისტრო საფეხური, გაზაფხულის სემესტრი);
  • თანამედროვე ლიტერატურა: მოდერნიზმიდან პოსტმოდერნიზმამდე (საბაკალავრო საფეხური, გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრები);
  • ქართული ლიტერატურის პარადიგმატული ისტორია (საბაკალავრო საფეხური, შემოდგომის სემესტრი);
  • ქართული ლიტერატურა მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეებში (საბაკალავრო საფეხური, გაზაფხულის სემესტრები).

უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია; და სხვადასხვა სპეცკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1993-2004).