მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი, ენათმეცნიერების მიმართულებით





თეონა დამენია დაიბადა 1976 წელს. 1998 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი  თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-ბერძნული ფილოლოგის კვალიფიკაციით, 2015 წელს – მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულებით. 2023 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით.

2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი და მოწვეული პედაგოგია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ენათმეცნიერება;
  • ენის ათვისება

სტატიები ჟურნალებში

  • 2024Establishing Guidelines for MLU measurement in an agglutinating language: An illustration of Georgian, First Language;
  • 2022 – Argument Marking and Verbal Agreement in the Speech of Georgian Children, Languages

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • 2024-2025 შემოდგომის სემესტრი – სამაგისტრო კურსი:  ქართულენოვანი ბავშვის მეტყველების თავისებურებანი და თანამედროვე საანალიზო სისტემები;
  • 2024-2025 შემოდგომის სემესტრი – საბაკალავრო კურსი: ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის A1.1;
  • 2024-2025 შემოდგომის სემესტრი – ერთწლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსი ქართული ენა მედიცინის პროგრამისათვის;
  • 2024-2025 შემოდგომის სემესტრი – ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების კურსი: ქართული ენის კურსი A2 – B1; ქართული ენის კურსი B1.
  • 2023-2024 გაზაფხულის სემესტრი ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პროგრამა: ენა და კულტურათშორისი დიალოგი; 
  • 2023-2024 გაზაფხულის სემესტრი ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პროგრამა: მედიკურსი;
  • 2023-2024 გაზაფხულის სემესტრი: სემესტრი – საბაკალავრო კურსი: ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის A1.2;
  • 2023-2024 გაზაფხულის სემესტრი – ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსი: ქართული ენა მედიცინის პროგრამისათვის;
  • 2023-2024 შემოდგომის სემესტრი – სამაგისტრო კურსი: ქართული ენის ასპექტების კვლევა დესკრიფციული და ფუნქციონალური გრამატიკის ჭრილში;
  • 2022-2023 გაზაფხულის სემესტრი – სამაგისტრო კურსი: ბავშვის მეტყველების ანალიზი კორპუსული ენათმეცნიერების ფარგლებში.