მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი





დარეჯან კახიანმა 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. 1978-1998 წლებში მუშაობდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-მუშაკად. 1990-1999 წლებში იყო საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წამყვანი სპეციალისტი. 1996 წლიდან დღემდე ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრის ფსიქოლოგია. 1999-2006 წლებში იყო თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგე. 2006 წლიდან დღემდე კი ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ბავშვის ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, განვითარების დარღვევები, ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქოკონსულტირება, ხანდაზმულობის პრობლემები

რჩეული პუბლიკაციები
Validity if the Georgian Montreal Cognitive Assessment for the Screening of Mild Cognitive Impairment and Dementia. Marina janelidze, MD, PhD. , Darejan Kakhiani, PhD, at all…. American Journal if Alzheimer’s Disease &Other Dementias 11, 2016
ბავშვის სამყარო (ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს), „შემეცნება“, 2010
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (სინდრომის კვლევა ქართულ პოპულაციაში). „ენა და კულტურა“, თბილისი, 2002
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. „ბავშვთა ნევროლოგიურ დაავადებათა მკურნალობა“, თავი 64, გვ.520-526, თბილისი, 2011
„აუტისტური სპექტრის აშლილობები. „ბავშვთა ნევროლოგიურ დაავადებათა მკურნალობა“, თავი 67, გვ. 558-566, თბილისი, 2011
ნეიროფსიქოლოგიური კვლევა და მისი ინტერპრეტაცია ბავშვთა ასაკში. „ბავშვთა ნევროლოგიურ დაავადებათა მკურნალობა“, თავი 70, გვ. 578-583, თბილისი, 2011

სასკოლო სახელმძღვანელოები
„დედა ენა“, II კლასი, თანაავტორი, „საქართველოს მაცნე“, 1997 წწ.
„მშობლიური ენა“, III-IV კლასები, თანაავტორი, „საქართველოს მაცნე“, 1998-2001 წწ.
„ხელოვნება და შემოქმედება“, I-V კლასები, ჯგუფის ხელმძღვანელი, გამომცემლობა „შემეცნება“, 2006-2010 წწ.

სტატიები ჟურნალში
1. „ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (კლინიკური ანალიზი)“, პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „ინტელექტი“ 3 (11), 2001, გვ. 196-198
2. „Multi-method Approach of Assesment of Children with Maladaptive Behavior”, Periodical Scientific Jounal “Intelecti”, J.Kakhiani, N. Mikeladze, N 3 (11), 2001, pp.199-201
3. „Study of Children’s Intelligence, Bulletion of Georrgien Academy of Sciences, 165, 1, 2002, pp. 181-183
4. „დეზადაპტაციური ქცევის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვების დამოკიდებულების კვლევა“, „კავკასიის მაცნე“ 5, 2002, გვ. 187-192
5. „რჩევები და რეკომენდაციები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვების მასწავლებლებისთვის“, პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „ინტელექტი“ 1 (12), 2002, გვ. 248-250
6. „ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მიმდინარეობაზე“, პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „ინტელექტი“ 1 (12), 2002, გვ. 248-254
7. „დეზადაპტაციური ქცევის მქონე ბავშვის გამოვლენის მეთოდები“, „კავკასიური მაცნე“ 5, 2002, გვ. 181-186
8. „ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები“, ბავშვთა ნევროლოგიის აქტუალური საკითხები, ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრი, თბილისი, 2004, გვ. 70-83
9. „ადრეული სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარების შეფასება, ეპიდემიოლოგიური სკრინინგული კვლევა“ (თანაავტორი). „საქართველოს მაცნე“, ეროვნული აკადემია, ტ.36 #1/2, 2010

პუბლიკაციების ვრცელი სია

1. „ფსიქოლოგის როლი განათლების სისტემაში. აღმზრდელობითი მუშაობის პრობლემები და პერსპექტივები“ (მეთოდური რეკომენდაციები აღმზრდელობითი დარგის მუშაკებისა და პედაგოგ-ფსიქოლოგთა დასახმარებლად), თბილისი, 2000, გვ. 18-21
2. „სიძნელეები ბავშვის აღზრდისას (რას ვურჩევთ მშობლებს)„, გამომცემლობა „ენა და კულტურა“, 2001
3. „ინტელექტის კვლევის ვექსლერის სკალის (WISC_R) ქართული ვარიანტი“, გამომცემლობა „ენა და კულტურა“, 2001
4. „ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი“, ლექციები მშობლებისთვის (ნაწილი მეორე), აღზრდის ინსტიტუტი, თბილისი, 2002, გვ. 18-30
5. „ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები“, ბავშვთა ნევროლოგიის აქტუალური საკითხები, ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრი, თბილისი, 2004, 70-83

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი
ქცევისა და ურთიერთობის მიღმა (2014-2017 სასწავლო წლები)
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები (2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
განვითარების დარღვევები (2014-1017 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)
კლინიკური ფსიქოლოგია-ფსიქოდიაგნოსტიკა (შეფასება) (2014-1017 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)
განვითარების ფსიქოლოგია (2014-2017 სასწავლო წლები)
სემინარი (2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)

მაგისტრატურა
მშობელთა კონსულტირება (2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
ფსიქოპედაგოგიური დიაგნოსტიკა (2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
ფსიქოლოგიური შეფასება (2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
დარღვევები განვითარებაში (2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
სემინარი (2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

ბაკალავრიატი
განვითარების ფსიქოლოგია (2010-2017 სასწავლო წლები)
ქცევისა და ურთიერთობის მიღმა (2011-2017 სასწავლო წლები)
კლინიკური ფსიქოლოგია, ფსიქოდიადნოსტიკა (შეფასება), (2014-2017 სასწავლო წლები)
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები (2011-2017 სასწავლო წლები)
განვითარების ფსიქოლოგია და განვითარების დარღვევები (2012-2013 სასწავლო წელი)
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნისტიკა (2012-2014 სასწავლო წლები)
სემინარი (2012-2017 სასწავლო წლები)

მაგისტრატურა
დარღვევები ბავშვის განვითარებაში (2012-2017 სასწავლო წლები)
მშობელთა კონსულტირება (2012-2017 სასწავლო წლები)
ფსიქოპედაგოგიური დიაგნოსტიკა (2011-2017 სასწავლო წლები)
ადრეული ასაკის ბავშვთა კონსულტირება (2011-2014 სასწავლო წლები)
სემინარი (2010-2017 სასწავლო წლები)

დოქტორანტურა
ნეიროფსიქოლოგია (2013-2015 სასწავლო წლები)
აუტისტური სპექტრის აშლილობა, კვლევა ქართულ პოპულაციაში (2013-2015 სასწავლო წლები)

დარეჯან კახიანი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი (2009 წ.); ა. ლაჭყეპიანის სახელობის ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი (2006-დან); საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი (2004); ორგანიზაცია World Vision Georgia-ს ექსპერტ-კონსულტანტი; ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტისა (ასგს) და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის (აპს) თანაშემდგენელი (2016); საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დაწყებითი კლასების სტანდარტის თანაშემდგენელი (2014).

საგრანტო პროექტი
„თავის ტვინის აღმასრულებელი ფუნქციების კვლევა ნევროლოგიური დაავადებების დროს საქართველოში“. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. მკვლევარი (2014-2016)
ტრენინგები
ინკლუზიური განათლება – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლის ტრენერი (2010- 2012)
ADHD-ის მე-4 მსოფლიო კონგრესის (მილანი, იტალია) მონაწილე (2013)