მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სრული პროფესორი; განათლების მეცნიერებები, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი

ენების დიდაქტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი





ეკატერინე შავერდაშვილი – ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი უცხოური ენების მეთოდიკა/დიდაქტიკაში 2006 წლიდან და განათლების მეცნიერებებში 2015 წლიდან. 2009 წლიდან მუშაობდა ენების დიდაქტიკის კვლევით ცენტრში დირექტორის პოზიციაზე; 2015 წლიდან, ასევე, განათლების სამინისტროს სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტია და აქტიურად არის ჩართული საქართველოში საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

არის 2 მონოგრაფიის, 30 სტატიის, გერმანულის როგორც უცხოური ენის სახელმძღვანელოებისა და ქართულის როგორც მეორე ენის სასწავლო მასალების ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი; უცხოური ენების მასწავლებელთა მომზადების კურიკულუმების, სასწავლო კურსებისა და პროფესიული განვითარების მოდულების ავტორი; სამეცნიერო-პრაქტიკული გერმანულენოვანი ჟურნალის “MfG”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი. უცხოური (გერმანული) ენების სწავლების მიმართულებით მონაწილეობდა (და მონაწილეობს) ზაარლანდის, კასელის, იენის, ბერლინის, ბილეფელდისა და ლაიფციგის უნივერსიტეტების შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტების კვლევებში საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში უცხოური ენების სწავლების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

2009-2013 წწ. ხელმძღვანელობდა გერმანიის იენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტისა და ენების დიდაქტიკის კვლევითი ცენტრის ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო-კვლევით პროექტს Germanistische Institutspartnerschaft/DAAD, ხოლო 2016 და 2017 წლებში მონაწილეობდა გაცვლით ერაზმუს+პროექტში გერმანიის იენის უნივერსიტეტში სწავლების მიზნით; 2016 წლიდან იენის უნივერსიტეტის, გოეთეს ინსტიტუტისა და ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის მასწავლებლების მოსამზადებელი ერთობლივი პროგრამის DLL ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან;  ამჟამად მონაწილეობს ერაზმუს + პროექტში “Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel and in Georgia” (CURE).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ენების პოლიტიკა (ენების პოლიტიკა და უცხოური და მეორე ენის სწავლება საქართველოში; ენების პოლიტიკა და უმცირესობათა ენები); უცხოური და მეორე ენის დიდაქტიკა (თანამედროვე გამოწვევები და ენების სწავლება ისტორიულ ჭრილში; სახელმძღვანელოს ანალიზი და ტექსტზე მუშაობის პრინციპები უცხოური და მეორე ენის ათვისებისას; ლიტერატურის დიდაქტიკა და კულტურათაშორისი დიალოგი; ალტერნატიული მეთოდები და CLIL); ღირებულებითი განათლება (ღირებულებითი განათლება და VaKE)

წიგნები
უცხოური ენების სწავლების საფუძვლები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი, 2014
Zur Grundlegung eines Curriculums für den Deutschunterricht in Georgien. Rahmenbedingungen, historische Entwicklung, gegenwärtige Tendenzen. LitVerlag, Münster, 2000
სტატიები ჟურნალებში, კრებულებში
Fremdsprachenpolitik und die Rolle des Deutschen als Fremdsprache in Sowjetgeorgien. In: Eder, U.; Klippel, F. (Hrsg.). Sammelband: Sprachenunterricht im Kontext gesellschaftlicher und politischer Ereignisse und Entwicklungen. Baltmannsweiler: Schneider Verlag Hohengehren 2017;
Deutschlehreraus- und Fortbildung in Georgien. Probleme und Perspektiven. In: Zhu/Zhao/Szurawitzki (Hrsg): Reihe Publikationen der IVG in 13 Bänden. 2016. Verlag Peter Lang;
Das Bild der deutschsprachigen Länder in Lehrplänen und Lehrwerken für DaF in Georgien. In: Demmig,S./Hägi,S./Schweiger.H: Das DACH-Prinzip in der Landeskunde. 2013. Iudicium. München.

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი
უცხოური ენის სწავლების მეთოდები ისტორიულ ჭრილში
მაგისტრატურა
ქვეყანათმცოდნეობის დიდაქტიკა ჩაშენებული პედპრაქტიკით/გერმანული
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებო პროგრამა
სწავლების ფილოსოფია და გერმანული ენის გაკვეთილის დაგეგმვა

ბაკალავრიატი
შესავალი უცხოური ენების სწავლებაში
ქვეყანათმცოდნეობის დიდაქტიკა
გერმანული ენის გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება
ენის სისტემის ასპექტების სწავლება (გერმანული)
მაგისტრატურა
სამეტყველო უნარ-ჩვევების სწავლება ჩაშენებული პედ პრაქტიკით (გერმანული)
მეთოდიკა და მეთოდები/გერმანული, ინგლისური
პედაგოგიური პრაქტიკა (გერმანული ენა)
დოქტორანტურა
ენობრივი პოლიტიკა და უცხოური ენების სწავლება (2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
მოდერაციის ხელოვნება (2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

მიღებული აქვს 30-ზე მეტი საერთაშორისო გრანტი;
მონაწილეა 25-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა და კონგრესში უცხოური ენების დიდაქტიკის მიმართულებით მოხსენებით;
არის ავტორი/თანაავტორი და რედაქტორი გერმანულის, როგორც უცხოური ენისა და ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოების და სასწავლო მასალებისა;
კოორდინაციას უწევს 2016 წლიდან გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების საერთაშორისო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (იენა, გოეთეს ინსტიტუტი) და მონაწილეა საქართველოში გერმანული ენის სწავლებასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა საერთაშორისო თუ რეგიონალურ პროექტში (მაგ.: Deutsch im Kindergarten; Deutsch im Museum; Deutsch lehren lernen …)
2016 წლიდან მონაწილეა Erasmus+ პროექტის CURE (Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel and in Georgia);
მუშაობდა გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარედ 2007-2015 წლებში (ამჟამად ორგანიზაციის საპატიო წევრი) და ჩატარებული აქვს რამოდენიმე საერთაშორისო კონფერენცია და სხვ.;
ხელმძღვანელობდა 2009-2013 წწ. (პროფ.დოქტ. ჰერმან ფუნკთან ერთად) იენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოური ენების სწავლების მიმართულების ერთობლივ სასწავლო-კვლევით პროექტს GIP/DAAD.
ხელმძღვანელობდა და ამჟამადაც ხელმძღვანელობს 30-ზე მეტ მაგისტრანტს და 10-ზე მეტ დოქტორანტს. მეცნიერ-კონსულტანტია დოქტორანტების ზაარლანდის (ამასთან რეცენზენტი), ბილეფელდის, კასელის, იენის, ბერლინის და ლაიფციგის უნივერსიტეტებიდან.