მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორ-ემერიტუსი





თეორიული ენათმეცნიერების, ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკა-ფონოლოგიის, ქართველური ენების მკვლევარი; დაიბადა 1932 წლის 8 ნოემბერს თბილისში; სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიური ენების მიმართულებაზე. 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე აფრიკატიზაციისა და დეზაფრიკატიზაციის პროცესები იბერიულ-კავკასიურ ენებში, 1986 წელს – სადოქტორო დისერტაცია ფონემის ცნება ენათმეცნიერებაში. 1958-1996 წლებში მუშაობდა მკვლევრად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერებისა და ენციკლოპედიის განყოფილებებში. 1989 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წელს კი აირჩიეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორად; 2011-დან დღემდე ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსია.

განსაკუთრებულია იზაბელა ქობალავას წვლილი ქართული და ქართველური ენების ფონოლოგიური სისტემების კვლევაში; მისი ავტორობით თუ თანაავტორობით შექმნილი მონოგრაფიული ნაშრომები (ფონემის ცნება ენათმეცნიერებაში: თბილისი. მეცნიერება. 1976;  გლოტალიზაცია ქართველურ ენებში აკუსტიკური და და ფუნქციონალური თვალსაზრისით (თანაავტორებთან ერთად): თბილისი. უნივერსალი. 2011) თუ ცალკეული პუბლიკაციები (ეიქტივების (გლოტალიზებული ფონემების) ფუნქციონალური თავისებურებები ქართველურ ენებში. 2016; ქართულსა და მეგრულში CVC სტრუქტურის ფონემური მოდელების კვლევის ანალიზი და შესაბამისი დასკვნები ასახულია სხვადასხვა დროს გამოცემულ პუბლიკაციებში) მაღალი სამეცნიერო ღირებულებით გამოირჩევა და დარგისთვის ფუნდამენტური ხასიათის კვლევებს წარმოადგენს.

ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით ფართო სპექტრის ნაშრომია ეკონომიის როლისათვის ენის სისტემასა და განვითარებაში (1988), რომელშიც ავტორი იკვლევს  ეკონომიურობის პრინციპებს ენის სისტემურ-სტრუქტურულ ორგანიზებასთან მიმართებით.

ენათმეცნიერების მეტაენის ლექსიკოგრაფიისათვის მნიშვნელოვანი წყაროა მასალები გლოსემატიკურ ლინგვისტურ ტერმინთა ლექსიკონისათვის (1974), რომელშიც იზაბელა ქობალავამ ლ. იელმსლევისა და ჰ. ულდალის შრომებზე დაყრდნობით ცალკეულ სტატიებად აღწერა 306 ტერმინი, რამაც გლოსარიუმს მაღალი სამეცნიერო სანდოობა შესძინა. მოგვიანებით კი მისი ხელმძღვანელობით მომზადდა „ქართული ენა“, პირველი ქართული სამეცნიერო-დარგობრივი ენციკლოპედია (2008), რომელშიც აისახა ქართული ენის ისტორია,  ქართული ენათმეცნიერული აზროვნების განვითარება, ქართველ და უცხოელ მეცნიერ-ქართველოლოგთა მიღწევები.

ბოლო პერიოდში იზაბელა ქობალავას კვლევითი ინტერესი ფოკუსირდება ერთ-ერთი ქართველური ენის, მეგრულის, ფუნქციური და სემანტიკური კატეგორიების სიღრმისეულ შესწავლაზე; ამ მიმართულებით გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაცია ქართველური ენათმეცნიერებისათვის საეტაპო მნიშვნელობის შრომებად ითვლება; მის სახელს უკავშირდება სივრცული მიმართებების გამომხატველი კატეგორიების სტრუქტურული და სემანტიკური კვლევა მეგრულში დასავლურ თუ ამერიკულ თეორიულ და მეთოდოლოგიურ ლიტერატურაზე დაყრდნობით (ულა „სვლა“ ზმნის სემანტიკა მეგრულში. 2015; დროის სემანტიკა მეგრულში. 2015; Semantic Components of Motion Verbs in Megrelian. 2019; სივრცული ზმნისწინები მეგრულში; სივრცული ზმნისართები მეგრულში (ხელნაწერი));  იზაბელა ქობალავას მიერ მეგრულში ასპექტის, კილოს, დროის კატეგორიების განსხვავებულად ინტერპრეტირების შემდგომ გახდა შესაძლებელი ზმნის სტრუქტურაში პერფექტისა და იმპერფექტივის აღმნიშვნელი მარკერების დადგენა და გამოყოფა; ზმნის უღლების პარადიგმის, დრო-კილოთა სისტემის, განსხვავებული სქემის აგება (კავშირებითი კილო მეგრულში. 2001; გე- ზმნისწინის მნიშვნელობისათვის მეგრულში. 2002).

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

გამოქვეყნებული შრომები

  1. აფრიკატიზაცია ქართველურ ენებში – საქ. სსრ მეცნ. აკად. ასპ. და ახ. მეცნ. მუშაკთა VII სამეცნ. კონფ., თბ., 1956, თეზისები, 35
  2. კონსონანტური ჯგუფების დისტრიბუციული ანალიზისათვის ქართულში – ენათმეცნ. ინ-ტის XXV სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1969, გვ. 19
  3. მასალები გლოსემატიკურ ტერმინთა ლექსიკონისათვის– კრ. თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები, 4, 1974, გვ. 104-176 – რეზ. რუს. ენ.
  4. მეგრული სიტყვაწარმოებიდან – იკე, 1979, ტ. 21, გვ. 107-114 – რეზ. რუს. ენ.
  5. ნამყო დროის ვნებითი გვარის მიმღეობათა წარმოებისათვის მეგრულში– ენათმეცნ. ინსტ-ის XL სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1983, გვ. 17-19
  6. სიტყვის ფონემური სტრუქტურისათვის ქართულში (CVC ტიპის ძირთა ფონემური სტრუქტურა )– ენათმეცნ. ინსტ-ის XXIII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1967, გვ. 9-10
  7. ფონემის ცნება ენათმეცნიერებაში. თბ., „მეცნიერება“, 1976, 255 გვ. (ენათმეცნიერების ინსტ.) – რეზ. რუს. ენ.
  8. ქართული ენის ხმოვანთა ფორმანტული დიაპაზონები (ექსპერიმენტულ გამოკვლევა) – იკე, XVI, 1968, გვ. 43-53 – რეზ. რუს. ენ.
  9. CVC ტიპის ძირთა მორფოლოგიური სტრუქტურისათვის მეგრულში – ენათმეცნ. ინსტ-ის XXXII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1976, გვ. 18-19
  10. CVC ტიპის ძირთა ფონემური სტრუქტურისათვის ქართულში. II-კრ-ში: თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები, II, 1967, გვ. 183-192; III, 1972, გვ. 150-168. – რეზ. რუს. ენ.
  11.  ძირთა ფონემური სტრუქტურისათვის მეგრულში – იკეწ, 1986, ტ. 25, გვ. 190-202 – რეზ. რუს. ენ.
  12. ძირთა ფონემური სტრუქტურისათვის ქართულში – ენათმეცნ. ინსტ., XXVI სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1970, გვ. 10-11., გვ. 45-48; 1905, გვ. 7-8
  13. მასალები გლოსემატიკურ ტერმინთა ლექსიკონისათვის – „ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერება“, ტ. IV, თბ., 1974
  14. ფონემის ცნება ენათმეცნიერებაში, თბ., 1976
  15. ეკონომიის როლისათვის ენის სისტემასა და განვითარებაში– იკე, XXVII, თბ., 1989
  16. სისტემის ცნების ისტორიისათვის ენათმეცნიერებაში, იკე, XXVIII, თბ., 1989
  17. კავშირებითი კილო მეგრულში – „ენათმეცნიერების საკითხები“, 2001, N4
  18. -გე ზმნისწინის მნიშვნელობისათვის მეგრულში – „ენათმეცნიერების საკითხები“, 2002, N4
  19. ენციკლოპედია „ქართულ ენისათვის“ მომზადებულია და იბეჭდება 30-ე მეტი ლინგვისტური სტატია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი