მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციოლოგია, ასისტენტ პროფესორი





მაია არავიაშვილმა, 2004 წელს დაამთავრა თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციოლოგიის სპეციალობით, 2006 წელს კი   სოციალური მეცნიერებათა მაგისტრის წოდება მიიღო სოციალურ მეცნიერებებში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში (CSS).  2015 წელს მიენიჭა სოციოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2008-2016 წლებში იყო კვლევების კოორდინატორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. 2017 წლიდან კი ამავე ცენტრში სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიზის სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობს.  აქვს სხვადასხვა სამთავრობო,  არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება.

2010-2013 წლებში ღია საზოგადოების ფონდის (OSF) აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამის ფარლგებში იყო მიწვეული მკვლევარი ნიუ სქულის უნივერსიტეტის დემოკრატიის კვლევის ტრანსრეგიონულ ცენტრში (TCDS) (აშშ, ნიუ იორკი). 2012 წელს მონაწილეობდა შვეიცარიაში ლუცერნის უნივერსიტეტის  სადოქტორო პროგრამის სამუშაო შეხვედრების სერიაში. 2014 წელს  გახდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის სტიპენდიანტი. 2017 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

გენდერის კვლევები, სამოქალაქო საზოგადოების ფორმალური  და არაფორმალური ორგანიზაციები, მიგრაციის და იდენტობის ტრანსფორმაციის საკითხები.

GENDER ASPECTS OF INHERITANCE MANAGEMENT IN GEORGIA: CULTURAL PRACTICES VS LAW REGULATIONS, Problems of Management in the 21stcentury Vol. 9, No. 3, 2014

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

 

  • ,,კვლევა, როგორც პროექტი სოციოლოგებისათვის”, 2017-2018 შემოდგომის  და  გაზაფხულის სემესტრი, საბაკალავრო კური;
  • ,,სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში” 2017-2018 წლის შემოდგომის სემესტრი, საბაკალავრო კურსი.
  • ,,გენდერის სოციოლოგია” 2018 წლის გაზაფხულის სემესტრი, საბაკალავო კურსი.

 

 

,,ქალთა ქონებრივი უფლებები საქართველოში”, საბაკალავრო კურსი