მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგია





მაია ბიწაძე მუშაობს „ათასწლეულის გამოწვევის – ფონდი საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტში ლიდრობის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. პროექტი ხორციელდება პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ. გასულ წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  სსიპ-ში სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში პროექტების კოორდინატორად. ასევე მუშაობდა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტად. აქვს საუნივერსიტეტო დონეზე სწავლების თექვსმეტწლიანი გამოცდილება. მუშაობდა „გაერთიანებული გლობალურ ტექნოლოგიებში“(UGT) პროექტების მართვის/ადამიანური რესურსების მართვის სფეროში კონსულტანტად. აქვს არასამთავრობო სექტორისა და თემის განვითარების სფეროში ათწლიანი გამოცდილება მესამე სექტორის ფონდ „ჰორიზონტში” მდგრადი განვითარების პროექტის მენეჯერად და ინფორმაციის პროგრამის კოორდინატორად მუშაობისა. ინტერნატურა გავლილი აქვს აშშ განათლების დეპარტამენტში  (FIPSE).

მაია ბიწაძეს მიღებული აქვს განათლების დოქტორის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. განათლების ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი – ამერიკის უნივერსიტეტიდან (აშშ, კოლუმბიის ოლქი) და სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი – სახელმწიფო მართვის ინსტიტუტიდან.  2014-2015 წლებში იყო ერაზმუს მუნდუსის პროექტ „ჰუმერიას” პოსტდოქტორალური პროგრამის სტიპენდიატი  ჩეხეთში (მაზარიკის უნივერსიტეტში), მასკის პროგრამის სტიპენდიატი – 1995-1997 წლებში (ამერიკული უნივერსიტეტი); JFDP პროგრამის სტიპენდიატი – 2011-2012 წლებში (კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტში); CI პროგრამის სტიპენდიატი – 1999 წელს  (კოლუმბიის უნივერსიტეტში, მასწავლებელთა კოლეჯში).

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

უმაღლესი განათლების /სკოლის ადმინისტრირება, პროფესიული გადაწვა, თანამშრომელთა /სტუდენტთა მოტივაცია, სამსახურით კმაყოფილება, ლიდერობა, ორგანიზაციული ცვლილება/ორგანიზაციული განვითარება, ორგანიზაციული პროცესების ავტომატიზაცია (ტექნოლოგიის გავლენა ორგანიზაციებზე), LLL, პროგრამების/კურიკულუმის შეფასება, პროექტების მართვა/შეფასება.

  • რჩეული პუბლიკაციები

Bitsadze M., Japaridze M. (2016).Locus of Control in Georgian Teachers and its Relation to Teacher Burnout. Problems of Management in the 21st Century, PMC; 11(1) 8–15

Bitsadze M., Japaridze M. (2014). Personal and Social Aspects of Teacher Burnout in Georgia. Problems of Education in the 21 Century; 59(59, 7-14)

Bitsadze M., Japaridze M. (2011). Pilot Study of Teacher Burnout in Georgian Context. Problems of Management in the 21 Century, PMC; 2(2) 36-44

ჯაფარიძე მ., ბიწაძე მ., წერეთელი მ. (2010) მასწავლებლის პროფესიული გამოფიტვა – გამომწვევი ფაქტორები, პიროვნული და სოციალური მახასიათებლები,  საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

  • წიგნები

რობერტ ჯ. ოუენსი, ტომას ს. ვალესკი, „ორგანიზაციული ქცევა განათლებაში, ლიდერობა და სკოლის რეფორმა“ (ელექტრონული წიგნი) – თარგმანის შინაარსის რედაქტორი;

პიტერ ჯ. ნორტჰაუზი, „ლიდერობა –  თეორია და პრაქტიკა  (ელექტრონული წიგნი) – თარგმანის შინაარსის რედაქტორი;

რიჩარდ ა. გორტონი, ჯუდი ა. ალსტონი „ლიდერობა და ადმინისტრირება სკოლაში, მნიშვნელოვანი ცნებები, სიტუაციური სავარჯიშოები და სიმულაციები“ (ელექტრონული წიგნი)  – თარგმანის  შინაარსის რედაქტორი.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

მენეჯმენტი და ორგანიზაციული ქცევა განათლებაში – შემოდგომის სემესტრი, სამაგისტრო საფეხური

ორგანიზაციული ლიდერობა – გაზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო საფეხური

ფანდრაიზინგი და პროექტების წერა –  შემოდგომის სემესტრი, სამაგისტრო საფეხური.

  • ორგანიზაციული განვითარება – სამაგისტრო საფეხური
  • განათლების სისტემები, მოდელები და მენეჯმენტი (ინგლ) – სამაგისტრო საფეხური
  • განათლების პოლიტიკა – სამაგისტრო საფეხური
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა – სამაგისტრო საფეხური
  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში (იუნგი, ფროიდი) – საბაკალავრო საფეხური
  • მოსწავლეთა პრობლემური ქცევის ფსიქოლოგიური მოტივები, პრევენცია, მართვა (თანალექტორი) – საბაკალავრო საფეხური
  • ორგანიზაციული ქცევა – სამაგისტრო საფეხური

ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

დისტანციური სწავლების გამოცდილება Moodle-ისა და Blackboard-ის პლატფორმებზე;

გრანტებისა და პროექტების მენეჯმენტის გამოცდილება;

საპროექტო განაცხადებისა და ფანდრაიზინგის გამოცდილება;

ბროშურებისა და ბიულეტენების გამოცემის გამოცდილება.