მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

არქეოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი სახელმწიფოების არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მკვლევარი





მაია ჩარკვიანმა 1987  წელს  დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ისტორიის  ფაკულტეტი. 1979-1984 და 1990-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, 1984-1990 წლებში კი – საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის სამეცნიერო და სასწავლო-პოპულარული პროგრამების რედაქციაში. 2004 წელს დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 2005 წლიდან დღემდე არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა თბილისისა და მისი ქვეყნის (1979-1984 წწ.), სამცხის ანტიკური ხანის (1990-2002 წწ.), ვალეს (2003-2004 წწ.), წალკის (2004-2005 წწ.), თერჯოლის (2006 წ.), ხოვლეს (2008 წ.), გრაკლიანის გორის (2011 წ.), ქსნის (2013-2015 წწ.) და სხვ. არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 2009-2014 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ქვემიმართულების მოწვეული ლექტორი. მისი ხელმძღვანელობით მზადდება სამაგისტრო ნაშრომები. გამოქვეყნებული აქვს 15 ნაშრომი. არის ჟურნალის „არქეოლოგიური ძიებანი საქართველოში“ და კრებულის „იბერია-კოლხეთი“ (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) რედკოლეგიის წევრი.

მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში

„არქეოლოგია XXI საუკუნეში: მემკვიდრეობა და პერსპექტივები“, თბილისი, 2002 წ.

„მსოფლიო კულტურულ-ისტორიული პროცესი და საქართველო“, თბილისი, 2003 წ. მიღებული აქვს სამეცნიერო გრანტები:
• შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი: „საბრძოლო საქმე და შეიარაღება იბერია-კოლხეთში (გამოკვლევა და კატალოგი)“, 2015-2017 წწ. N FR/387/1-60/14 (მეცნიერი).

• საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო გრანტი:

  •  „არქეოლოგიური ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი“, 1997-1999 წწ. პროექტის N 19.23 (მონაწილე).
  •  „აბრეშუმის გზის საკომუნიკაციო სტრუქტურები“, 2001-2002 წწ. პროექტის N 19.27 (მონაწილე).
  • „საომარი იარაღი და ფორტიფიკაცია ანტიკური ხანის საქართველოში“, 2002-2003 წწ. პროექტის N 19.29.01 (მონაწილე).
    • „ღია საზოგადოება – საქართველოს“ გრანტი:
    • „გუჯარეთის არქეოლოგიური ძეგლები“, 1999 წ., პროექტის N CHC/10/99. (პროექტის ავტორი).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

კოლხეთის,   ლაზიკის   და   ქართლის   სამეფოს   არქეოლოგიური   კვლევა;   არქეოლოგიის ისტორია; იკონოგრაფია

რჩეული პუბლიკაციები
• ექვთიმე თაყაიშვილი და არქეოლოგია, საიუბილეო კრებული „დიდი ექვთიმე“, 2014,
გვ. 93-131.
• სანათები (ძვ.წ.VII – ახ.წ. VII სს.), კრებ. იბერია-კოლხეთი, # 10, 2014, გვ.5-17.

• საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ ბერძნულ-რომაულ ღვთაებათა და მითოლოგიურ პერსონაჟთა გამოსახულებების ნუსხა, კრებ. „იბერია-კოლხეთი“ 7, 2011, გვ. 172-185 (თანაავტ. ქ. ამირხანაშვილი)

პუბლიკაციების ვრცელი სია
• TYPOLOGICAL ANALYSIS AND STATISTICAL DATA OF WEAPONS FROM THE CEMETERIES OF 5TH-4TH CENTURIES BC EXCAVATED IN GEORGIA. – კრებ.
„იბერია-კოლხეთი“ #12, 2016, გვ.209-230 (გ. გამყრელიძე, ვ. შატბერაშვილი, მ.
ფირცხალავა, რ. დავლიანიძე).
• ნინო ხოშტარია – პირველი ქართველი არქეოლოგი ქალი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებული # 13, 2016, გვ. 195-205.
• ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური მოღვაწეობა, www.heritages site, ონლაინ არქეოლოგია #6, 2014, გვ. 215-241.
• შიოსუბანის სამაროვანი და ნამოსახლარი, ჟურ. ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში #22, 2014, გვ.124-139 (თანაავტორი).
• Coins from richly furnished burial of the village Khovle, კრებ. „იბერია-კოლხეთი“ 4, 2008,
გვ. 134-135.
• ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური მოღვაწეობა 1892 და 1896 წლებში, საქართველოს არქეოლოგიის ისტორიის საკითხები, თბ., 2007, გვ. 178-201.
• ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობა თბილისის უნივერსიტეტში, არქეოლოგიური
კრებული V, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა, 2006, გვ. 63-71.
• ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილი ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები, კრებ. „იბერია-კოლხეთი“ 2, 2005, გვ. 76-84.
• ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები ვანის
ნაქალაქარზე, ძიებანი # 10, 2002, გვ. 57-61.
• ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ჩატარებული საველე არქეოლოგიური სამუშაოები, ძიებანი # 9, 2002, გვ. 88-99.
• ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953), ძიებანი # 6, 2000, გვ. 105-107.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი
არქეოლოგიის ისტორია – ლექცია-სემინარი
არქეოლოგიის საფუძვლები – სემინარი
კლასიკური არქეოლოგია – სემინარი

მაგისტრატურა
არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესი და მეთოდები – სემინარი

ბაკალავრიატი
საქართველოს არქეოლოგიის შესავალი – ლექცია-სემინარი (2014-2016 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)
მითოლოგიური სამყარო და არქეოლოგია – ლექცია-სემინარი (2013-2016 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)
გლიპტიკის საფუძვლები – ლექცია-სემინარი (2013-2016 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)
არქეოლოგიის ისტორია – ლექცია-სემინარი (2013-2016 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)
არქეოლოგიის საფუძვლები – სემინარი (2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
კლასიკური არქეოლოგია – სემინარი (2015-2016 სასწავლო წელი)

საველე-არქეოლოგიური სამუშაოების პრაქტიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის: 2014 წ. კოლხეთის დაბლობის დაზვერვითი არქეოლოგიური ექსპედიცია; 2015 წ. არქეოლოგიური გათხრები ნასტაკისში